და მეუღლეა. თუმცა, რეალურად ყველა სუსტი სქესის წარმომადგენელში როდია ჩადებული მოთხოვნილება და რაც მთავარია, მიდრეკილება, იყოს კარგი დედა. დამეთანხმებით, კარგი დედობა მხოლოდ ბავშვის მოვლა-პატრონობას ან მის მატერიალურად უზრუნველყოფას არ ნიშნავს. საამისოდ არსებობს რაღაც განსაკუთრებული მიდრეკილებები, რითაც ზოდიაქოს ნიშნის ქალბატონები ან არიან დაჯილდოებული, ან - არა. დღეს გვინდა ზოდიაქოს სუპერდედების სამეული გაგაცნოთ.
კირჩხიბი - ასტროლოგები თვლიან, რომ ზოგადად დედობას კირჩხიბის ზოდიაქო განაგებს. ამიტომ ქალი კირჩხიბები დაბადებიდან და მოწოდებით არიან დედები. ალბათ ძნელად ნახავთ ამ ნიშნით დაბადებულ სუსტი სქესის წარმომადგენელს, რომელიც არ ოცნებობს ოჯახსა და ბავშვზე. თუმცა, უფრო მეტი კირჩხიბი რეალობაში ახორციელებს ამ ოცნებას და აუცილებლად ჰყავს მინიმუმ ორი, მაქსიმუმ სამი ან მეტი ნაშიერი. კირჩხიბი უზომოდ მზრუნველი, ყურადღებიანი და ხშირად ზედმეტად მოსიყვარულე მშობელია. მისთვის მარტივია არჩევანის გაკეთება ოჯახის ინტერესებსა და პროფესიულ პერსპექტივას შორის. თუმცა, ხშირად წარმატებით უთავსებს ორივეს.
ქალწული - ქალწულის ზოდიაქო ზრუნვასთან ასოცირდება. ამაოდ როდი ევლინება ამ ნიშნით ქვეყნიერებას უამრავი მედდა და ექიმი. შესაბამისად, ქალი, რომელიც ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს განეკუთვნება იდეალური დედა და მეუღლეა. ქალწულებს კირჩხიბისგან განსხვავებით არასოდეს გააჩნიათ იდეაფიქსი შვილის ყოლის კუთხით. თუმცა, თუკი მაინც ხდებიან დედა, პატარას მიმართ მაქსიმალური ყურადღებით, მზრუნველობითა და სითბოთი გამოირჩევიან. ამასთან ერთად, ძალიან კარგად ანაწილებენ მათ მიმართ სიყვარულისა და სიმკაცრის დოზას. შესაბამისად, ქალწულის შვილები არასოდეს იზრდებიან ზედმეტად დამოკიდებული დედაზე და ყოველთვის ახერხებენ შეიძინონ ინდივიდუალიზმი.
თევზები - საოცრად მოსიყვარულე და მზრუნველი დედაა. თევზი ქალები გასაოცარი თავგანწირვის უნარით გამოირჩევიან. მით უმეტეს, თუკი საქმე შვილს და მის ინტერესებს ეხება, ნებისმიერი თევზი მზადაა გვერდზე გადადოს საკუთარი ინტერესები პატარას ინტერესების სანაცვლოდ. თუმცა, რბილი ხასიათისა და გადამეტებული ლოიალურობის გამო, დედა თევზის შვილები ზოგჯერ უნებისყოფო ან სუსტი ხასიათის ინდივიდებად ყალიბდებიან. ამიტომ ასტროლოგები ურჩევენ თევზებს შვილს მაქსიმალურად მისცეს პიროვნული განვითარების საშუალება და მიაჩვიოს იგი დამოუკიდებლობას.