ზოდიაქოს ტანჯულები: რომელ ნიშნებს უჭირთ ბედნიერების პოვნა?

ზოდიაქოს ტანჯულები: რომელ ნიშნებს უჭირთ ბედნიერების პოვნა?

ზოგი თუ მარტივად ახერხებს რომანების გაბმას, ზოგიერთისთვის წლების მანძილზე ერთი პარტნიორის ერთგულებაა მისაღები და დამახასიათებელი. მსჯელობა იმაზე, რომელი ვარიანტი უფრო სწორი და გამართლებულია ძალიან შორს წაგვიყვანს. ეს სულ სხვა სტატიის თემაა და სამომავლოდ ვისაუბროთ ამაზე. დღეს კი მინდა იმ სამი ზოდიაქოს ნიშნის შესახებ მოგითხროთ, ვისაც სასიყვარულო ურთიერთობებში ყველაზე ხშირად ახასიათებს დრამატიზმი და ზედმეტი ემოციებისკენ მიდრეკილება.

კურო - ალბათ გიკვირთ, როგორ მოხვდა ასეთ სამეულში ეს ერთი შეხედვით მშვიდი, საოცრად გაწონასწორებული და დინჯი ზოდიაქოს ნიშანი. მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ კურო ვენერას "შვილია" და სასიყვარულო ურთიერთობები, მისთვის ერთობ მნიშვნელოვანი ფაქტორია ცხოვრებაში. როგორც წესი, კუროებმა იშვიათად იციან აჩქარებით ვინმეს შეყვარება, თუმცა თუკი პარტნიორით საფუძვლიანად მოიხიბლენენ ამის შემდეგ რამდენიც არ უნდა უკიჟინოს უახლოესმა გარემოცვამ, რომ მისი არჩევანი მცდარი ან ნაჩქარევია, კურო არავის აზრს არ მოისმენს. სიყვარული ამ დინჯ და გაწონასწორებულ ხალხს საღად აზროვნების უნარას აკარგვინებს, რის გამოც არშემდგარი ურთიერთობების ან იმედის გაცრუების შემთხვევაში (რასაც კურო ძალიან გვიან ამჩნევს) კუროს მწვავე დეპრესია ემართება. კურო მიწის სტიქიის ნიშნებს განეკუთვნება, ამიტომ იგი მარტივად და იოლად ვერ ახერხებს "ყოფილის" დავიწყებას. ამის გამო არცთუ იშვიათად იტანჯება ხოლმე სიყვარულში წარუმატებლობის შედეგად.

მორიელი - თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისთვის სიყვარული და ტანჯვა სინონიმებია. მორიელი უზომოდ ემოციური, ვნებიანი და მგრძნობიარე არსებაა. ამიტომ ცხოვრებაში გამუდმებით ესაჭიროება მძაფრი ემოციები, დრამატული ისტორიები და განცდები. შეიძლება ითქვას, რომ იგი ხშირად, ინტუიციურადაც კი ირჩევს ისეთ პარტნიორებს, რომელთან ურთიერთობაშიც ექსტრიმი და "დუღილის ტემპერატურა" არ მოაკლდება. ამიტომ ეჭვიანობის სცენები, დაშორება-შერიგების უწყვეტი ციკლი და ხშირად საყვარელი ადამიანის გამო ჩადენილი სიცოცხლისთვის სახიფათო ქმედებებიც კი მორიელისთვის ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ამბავია. მართალია, იგი რეალურად იტანჯება ყველა სასიყვარულო ურთიერთობაში, მაგრამ თუ მას ასეთი სახის "საწვავი" გამოელია პარტნიორთან კავშირისას სიმშვიდე მისთვის შესაძლოა გაცილებით უფრო დამღუპველიც აღმოჩნდეს. ან ის უბრალოდ და მარტივად შეეცდება, იპოვნოს ახალი გასართობი "გვერდზე".

თევზები

- მისი ემოციები ხშირად არ ჩანს "ზედაპირზე" და როგორც წესი, ბევრ თევზს პირში წყალი აქვს ჩაგუბებული მაშინაც კი, როცა სიყვარულში იტანჯება. ეს კი არცთუ იშვიათად ხდება და მიზეზი, ისევ და ისევ ჩვენი "ოკეანის ბინადარი" გახლავთ - სხვა არავინ. თევზები ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს შორის, თამამად შეიძლება ჩაითვალონ ერთ-ერთ ყველაზე რთულ ინდივიდებად და თქვენ წარმოიდგინეთ, ისინი ხშირად მორიელებსაც კი არ უდებენ ტოლს ამ მხრივ. ბევრმა მათგანმა ხშირად თავად არ იცის რა უნდა და რატომ. ეს პარტნიორის არჩევის საკითხსაც ეხება. როგორც წესი, თევზს მზრუნველი და თბილი პარტნიორი ესაჭიროება გვერდით, მაგრამ თადაყოლილი მაზოხისტური მოთხოვნილებების გამო, ბევრი მათგანი ქვეცნობიერად იზიდავს დიქტატორული ხასიათის და უხეშ მეორე ნახევარს. რომელიც წლების მანძილზე ანგრევს თევზის ფისიქიკას. ხოლო თავად თევზი, ხათრიანი ბუნებისა და დანაკარგის შიშის გამო ხანგრძლივი დროის მანძილზე ამჯობინებს აიტანოს ემოციური ტერორი და შინაგანი დისკომფორტი. იმედით, რომ პარტიორი ერთ მშვენიერ დღეს თავად მიხვდება შეცდომებს და გამოსწორდება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?