სიბერის და ზოგადად, ხანდაზმულობის წლების წარმოდგენა. თუმცა, როგორც ამბობენ, დრო ულმობელი რამაა და ყველა ასაკს საკუთარი "პრიორიტეტები" გააჩნია. შესაბამისად, სიბერის შიშს აჯობებს, პოზიტიურად შევხვდეთ ამ გარდაუვალ პროცესს და აქვე ისიც გავიგოთ მაინც როგორი ბებიები ვიქნებით ოდესმე...
ვერძი - ენერგიული, აქტიური, ახალგაზრდულად მოაზროვნე ბებიაა. შვილიშვილებთან მკაცრია, თუმცა ცდილობს მათი ინდივიდუალიზმი არასოდეს შეზღუდოს.
კურო - შვილიშვილებს გემრიელი სადილებით და კარგი კვებით ანებივრებს. ეს ის ბებიაა, რომელთანაც შვილიშვილები დიდი სიამოვნებით მიიჩქარიან სკოლის შემდეგ, თუკი სახლში არცთუ მაინცდამაინც გემრიელი სადილი ეგულებათ. ბებო კურო მათ ყველა გურმანულ სურვილს აასრულებს.
ტყუპი - ინტელექტუალური, მხიარული და ენამოსწრებული ბებიაა. უყვარს შვილიშვილებთან ჭორაობა არამხოლოდ პირადად, არამედ მობილურით ან სახლის ტელეფონით. ხშირად ერთობა მათთან ერთად ინტელექტუალური თამაშობით.
კირჩხიბი - "ბებოების ბებოა" სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. შვილიშვილებზე ისე ზრუნავს, როგორც კრუხი თავის წიწილებზე. ასეთი ბებოს ხელში ბავშვები თავს დაცულად და მშვიდად გრძნობენ. კირჩხიბი ბებო საათობრივად აკონტროლებს მათი ჭამის და ძილის გრაფიკს.
ლომი
- შემოქმედებითი, ახალგაზრდობაზე შეყვარებული ბებოა. ყოველთვის ფორმაში და მოვლილია. ჰყავს საკუთარი სადაქალო, რომლებთან ერთადაც არასოდეს იკლებს გართობას და დროსტარებას. შვილიშვილებთან მკაცრი და ავტორტეტულია. ხშირადაა მათთვის მიბაძვის ეტალონი.
ქალწული - მზრუნველი და ყურადღებიანი ბებოა. ბავშვებისგან აბსოლუტურ წესრიგს და დისციპლინას ითხოვს, რის გამოც შესაძლოა ამ უკანასკნელთ პროტესტის გრძნობა გაუჩნდეთ. ქალწული ვერ იტანს თხუპნია, დაუვარცხნელ-დაუბანელ ბავშვებს. შესაბამისად, ბებო ქალწული აუცილებლად ეცდება პატარებს წესრიგისადმი სიყვარული ჩაუნერგოს პატარა ასაკიდან.
სასწორი - მოსიყვარულე, ჰარმონიული და საოცრად ლამაზი ბებოა. მის სახლში მუდამ სიმშვიდე სუფევს. იგი საუკეთესო მრჩეველი და მსმენელია წამოზრდილი შვილიშვილებისთვის. უყვარს მათთან ერთად წიგნის კითხვა და საინტერესო დისკუსიები.
მორიელი - მკაცრი, ზოგჯერ დიქტატურისკენ მიდრეკილი ბებოა. შესაძლოა, ბავშვებთან ურთიერთობაში იყოს მომთხოვნი და კრიტიკული, თუმცა საბოლოო ჯამში მათგან სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ბებო მორიელი პატარებს ასწავლის ავის და კარგის გარჩევას, დაიცავს მათ სირთულეებსგან და თავადაც მიაჩვევს ბრძოლას საკუთარი პრიორიტეტების დასაცავად.
მშვილდოსანი
- ჭკუამხიარული, ქაოსის მოყვარული და ყველაზე არასტანდარტული ბებოა. ბავშვები მის სახლს ხშირად ცირკის ბალაგანს ადარებენ. ბებო მშვილდოსანი არასოდეს დასჯის ბავშვებს არეულობისა და სიმართლის თქმისთვის.
თხის რქა - ავტორიტეტული, ცოტა ცივი, მაგრამ სამართლიანი ბებოა. ბებო თხის რქა შვილიშვილებს საკუთარი ოჯახის, გვარისა და წინაპრების სიყვარულს ასწავლის. გააცნობს ოჯახურ ფასეულობებს და იზრუნებს იმაზე, რომ პატარები დისციპლინირებულ ინდივიდებად გაიზარდონ სამომავლოდ.
მერწყული - მეგობრული, მხიარული და საოცრად კრეატიული ბებოა. მასთან შეგიძლიათ მიიყვანოთ მთელი თქვენი კლასი სტუმრად. მერწყული ბებო სიამოვნებით გაუმასპინძლდება შვილიშვილის სტუმრებს და აქტიურად გაუბამს მათ პოლემიკას სხვადასხვა საჭირბოროტო თემებზე.
თევზები - მოსიყვარულე, თბილი და მზრუნველი ბებოა. იგი შესაშური ოსტატობით მოუყვება შვილიშვილებს საოცარ ზღაპრებს, რომელში ცხოვრებაც თავადაც მოსწონს. ბებო თევზები ცოტა ბუტიაა, ამიტომ შვილიშვილებს მოეთხოვებათ ნაკლებად ანერვიულონ ბებია დაუკვირვებელი საუბრებით.