განსაკუთრებული ეჭვიანობით ცეცხლის სტიქიის წარმომამადგენლები: ვერძები, ლომები და მშვილდოსნები გამოირჩევიან. მათ მხარს ღირსეულად უბამს (მომენტებში უსწრებს კიდეც) მარსიანულ-პლუტონიანური ენერგეტიკით დამუხტული მორიელი . რომელიც ზოდიაქოს ნიშნებს შორის შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი მესაკუთრეა. თუმცა, მოდით, მივყვეთ რიგითობით.
კირჩხიბი
კირჩხიბისთვის ამქვეყნად უმთავრესი რამ ემოციური სტაბილურობაა, ამიტომ ეს ადამიანები სამყაროს "ჩემიანებად" და "უცხოებად" ყოფენ. შესაბამისად, ნებისმიერი კირჩხიბი ითხოვს, რომ საყვარელმა ადამიანმა ნდობა არ გაუცრუოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ადამიანი მისი "მიკროსამყაროს" ნაწილი უნდა იყოს, ამ ცხოვრების უასასრულო ოკეანეში. ოჯახი, ტიპური კირჩხიბისთვის ემოციური თავშესაფარი და საიმედო ციხესიმაგრეა. ამიტომ "კლანურობა" რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ახასიათებთ, სწორედ ამ ფაქტით აიხსნება. თუმცა ნდობა, რომელსაც კირჩხიბი საყვარელ ადამიანს უცხადებს, ადვილი მოსაპოვებელი როდია. კიბო ბუნებით ფრთხილი და წყენიაა. შესაბამისად, იგი დიდხანს ფიქრობს გულისკარი ვის გაუღოს და ვის – არა. თუკი მისი სიყვარულის ობიექტმა ნდობა ვერ გაუმართლა, კირჩხიბს დეპრესიის შეტევები ეწყება. იგი ხდება ბუზღუნა, ენამწარე და მისი ეჭვიანობა ზოგჯერ სრულ პარანოიამდეც კი მიდის. ღალატს (ან მის ირიბ მცდელობასაც კი) კიბო მძიმედ იტანს. შესაძლოა მან პარტნიორს აპატიოს კიდეც თავად ღალატის ფაქტის შემდეგ, მაგრამ ძველებურ ურთიერთობას მასთან ვეღარ შეინარჩუნებს და ამ უკანასკნელს ცხოვრების ბოლომდე დატანჯავს საკუთარი გამოხტომებით. კირჩხიბის ეჭვიანობა იწყება პანიკის შეგრძნებით და განცდით, რომ ვიღაც მის "მიკროსამყაროს" უხეშად შეეხო.