ზოდიაქოს ნიშანი და ეჭვიანობა - ტყუპები

ზოდიაქოს ნიშანი და ეჭვიანობა - ტყუპები

განსაკუთრებული ეჭვიანობით ცეცხლის სტიქიის წარმომამადგენლები – ვერძები, ლომები და მშვილდოსნები გამოირჩევიან. მათ მხარს ღირსეულად უბამს (მომენტებში უსწრებს კიდეც) მარსიანულ-პლუტონიანური ენერგეტიკით დამუხტული მორიელი , რომელიც ზოდიაქოს ნიშნებს შორის შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი მესაკუთრეა. თუმცა მოდით, მივყვეთ რიგრითობით.

ტყუპი

ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით დაბდებული ადამიანები, ნაკლებად მიეკუთვნებიან ფატალურად ეჭვიანთა კატეგორიას. ზოგადად ჰაერის სტიქია, თუკი მას მორიელის ან წყლის ნეგატიური გავლენა არ "უმაგრებს" ზურგს, მესაკუთრული გრძნობებით იშვიათად იტანჯავს თავს.

ტიპური ტყუპი უფრო მენტალური ინდივიდია ვიდრე ემოციური, ამიტომ მისთვის მესაკუთრულ გრძნობებზე მეტად პარტნიორთან ინტელექტუალური სიახლოვეა მთავარი. შესაბამისად, თუკი იგი თავის მეორე ნახევართან ან სიყვარულის ობიექტთან აზრების გაცვლის პრობლემით არ წუხდება, ეჭვიანობა ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით მას ნაკლებად ადარდებს. თუმცა თუ მან ჩათვალა, რომ მისთვის საინტერესო ადამიანმა გაცილებით უფრო ინტელექტუალური თანამოსაუბრე იპოვნა, იგი აუცილებლად შეეცდება "საკუთარი ტერიტორიის" დასაცავად თუ იარაღი არა ენა მაინც ალესოს. აქედან გამომდინარე, თუკი თქვენ გინდათ ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანი აეჭვიანოთ, ეს მარტივი საქმეა, უბრალოდ გადაუკეტეთ მას საინფორმაციო დერეფანი თქვენსა და მას შორის. მერწმუნეთ ამგვარ "ინტელექტუალურ კოლაფსში" ყოფნას თქვენი ძვირფასი ტყუპი ხანგრძლივი დროით ვერაფრის დიდებით ვერ აიტანს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?