საკუთარი საცხოვრებელი მაქსიმალურად კომფორტულად მოაწყოს. ხშირად ამისთვის საჭირო ხდება მომაბეზრებელი და საკმაოდ დამღლელი პროცედურის ჩატარება, რომელსაც სახელად რემონტი ჰქვია. ზოდიაქოს ნიშნებს კი სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ რემონტის პროცესთან.
მერწყული და რემონტი
მერწყული რემონტს შემთხვევით აკეთებს. მაგალითად, მეგობრის ოჯახში ნახა ლამაზი კაფელი, მოსწონს, მანაც უნდა იყიდოს აუცილებლად. სახლში მისული ახლობლებს მის სურვილს გაუმჟღავნებს. მაგრამ აღმოჩნდება, რომ ოჯახში რემონტისთვის ფული არ არის, მერწყულს არაფრის გაგონება არ უნდა. გაძარცვეთ ბანკი, არ მაინტერესებს, სისულელეზე ფიქრის დრო არ მაქვს, მე უნდა მქონდეს მდიდრული, ლამაზი კაფელი - მორჩა და გათავდა! მოითხოვს მერწყული.