ზოდიაქოს ნიშნები უნიღბოდ - ლომი "ღრიალი როგორც თვითდამკვიდრების საშუალება"

ზოდიაქოს ნიშნები უნიღბოდ - ლომი "ღრიალი როგორც თვითდამკვიდრების საშუალება"

ნიშნის საერთო მახასიათებელია. ასე მაგალითად, მორიელი ეჭვიანი და შურისმაძიებელია, ქალწული – კრიტიკული და მეწვრილმანე, მერწყული ზედაპირული და არაპროგნოზირებადი და ა.შ.

შესაძლოა, ამ თვისებებიდან ზოგიერთი ვიღაცისთვის მისაღები ან გასაგებიც იყოს, მაგრამ საერთო ჯამში მაინც ნაკლად ითვლება. თუმცა, ასტროლოგიაში ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ემყარება. ამიტომ ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელ ცუდ თვისებას გააჩნია ე.წ. "ანტიდოტი" – თავისებური მიდგომა, რომლის მეშვეობითაც თქვენ გაგიადვილდებათ ამა თუ იმ ნიშნის წარმომადგენელის მხრიდან წამოსული ნეგატიური თვისებების დაბლოკვა ან განეიტრალება.

ლომი – "ღრიალი, როგორც თვითდამკვიდრების საშუალება"

მისი სიამაყე ხშირად ჰიპერთროფირებულ მასშტაბებს აღწევს. ამიტომ თუ ლომმა ამ თვისებას გასაქანი მისცა, მარტივად მოუწამლავს სიცოცხლეს საკუთარი ამბიციურობითა და მკვეხარობით გარშემო მყოფებს. გარდა ამისა, ლომს ხშირად თავისი პირადი ამბიციების გამო, იოლად შეუძლია საზოგადოებაში საყოველთაოდ მიღებულ ნორმებს გულგრილად გადააბიჯოს. გააჩნია მძაფრი მოთხოვნილება, თუ მთელმა სამყარომ არა, უახლოესმა გარემოცვამ (ოჯახმა, თანამშრომლებმა) მაინც თითის წვერებზე იტრიალოს მის გარშემო. ცდილობს მუდამ იყოს პირველი, თუ ეს არ გამოსდის ცინიკოსი, მეწვრილმანე და აუტანლად პრეტენზიული ხდება. შრომა მხოლოდ იმ შემთხვევაში ეხალისება, თუკი იცის, რომ გრანდიოზულ გეგმებს განახორციელებს, პატარა პროექტებზე მოცდენა არ სურს. თუ მაინც უწევს, ღრმა დეპრესია ეუფლება და შეუძლია მთელი ფული სასმელსა და კაზინოში გაანიავოს. ვერ იტანს ე.წ. "ჭანჭიკის" როლს საქმეში.

ადრეული ასაკიდან დიდი ამბიციები და ამ ამბიციებზე უფრო დიდი მოთხოვნები გააჩნია. თუ ბავშვობაში მშობლებისგან ფულის დაცინცვლას მიეჩვია, დიდ ასაკში იგივეს ნაცნობ-მეგობრებთან მიმართებაშიც სინდისის ქენჯნის გარეშე გაიმეორებს. არასოდეს ეპარება ეჭვი საკუთარი პერსონის მნიშვნელოვნებაში, მაშინაც კი თუ მუქთახორა და უსაქმურია. ამიტომ ვინც მის მიმართ ჯანსაღ კრიტიკას იმეტებს, შავ სიაში მოათავსებს მომენტალურად და სამომავლოდ მასთან არათუ კავშირს, უბრალო ნაცნობობასაც აღარ გააგრძელებს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?