ზოდიაქოს ნიშნები უნიღბოდ - "მუდამ მოსლუკუნე კირჩხიბები"

ზოდიაქოს ნიშნები უნიღბოდ - "მუდამ მოსლუკუნე კირჩხიბები"

ასე მაგალითად, მორიელი ეჭვიანი და შურისმაძიებელია, ქალწული – კრიტიკული და მეწვრილმანე, მერწყული ზედაპირული და არაპროგნოზირებადი და ა.შ.

შესაძლოა, ამ თვისებებიდან ზოგიერთი ვიღაცისთვის მისაღები ან გასაგებიც იყოს, მაგრამ საერთო ჯამში მაინც ნაკლად ითვლება. თუმცა, ასტროლოგიაში ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ემყარება. ამიტომ ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელ ცუდ თვისებას გააჩნია ე.წ. "ანტიდოტი" – თავისებური მიდგომა, რომლის მეშვეობითაც თქვენ გაგიადვილდებათ ამა თუ იმ ნიშნის წარმომადგენელის მხრიდან წამოსული ნეგატიური თვისებების დაბლოკვა ან განეიტრალება.

კირჩხიბი ”ხასიათის ადამიანი”

კირჩხიბები საყოველთაოდ ცნობილი ”დეპრესიომანიაკები” არიან. კაცმა რომ თქვას, ამაში არც არაფერია გასაკვირი. დააკვირდით ჩვეულებრივ კიბოს – იგი უკუსვლით დადის და საფრთხის მოლოდინში იმალება. ზუსტად ამგვარია ზოდიაქოს ნიშნით კიბოს ფსიქოლოგიაც. მას ყოველთვის შემოვლითი გზები ურჩევნია, პირდაპირობას. ხოლო საფრთხის (ხშირად არარსებულის) მოლოდინში მზადაა საკუთარი თავი და სულიერი სამყარო ცხრაკლიტულში გამოკეტოს. ოღონდ არ ეტკინოს რამე!

თუმცა, მისი ეს საქციელი და ზოგადად, მოთხოვნილება საკუთარი თავი ყველა შესაძლო თუ არაშესაძლო უსიამოვნებისგან დაიფაროს, ხშირად იმის მიზეზი ხდება, რომ ეს მანიაკალური თავდაცვა კირჩხიბს ხასიათში გადასდის და მასთან ნორმალური კომუნიკაცია გარშემო მყოფებისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია.

კირჩხიბებს ცვალებადი განწყობა და ზედმეტად მოწყვლადი ხასიათი აქვთ. ამიტომ მათი წყენინება და გადამტერება იმაზე მარტივი საქმეა, ვიდრე თქვენ ეს წარმოგიდგენიათ. კიდევ ერთი ნაკლი, რომელიც ორივე სქესის კიბოებს ახასიათებთ არის ის, რომ მათთვის დამახასიათებელია საყვარელი ადამიანების მიმართ ”აჩემება-ჩაბღაუჭების” სინდრომი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხს ხშირად ახასიათებს საკუთარი ახლობლები ზედმეტი სითბოსა და ყურადღების მორევში ”ამოაღრჩონ”. იმ შემთხვევაში კი, როცა სასოწარკვეთილი ზრუნვის ობიექტი, გაქცევით შველის თავს კირჩხიბი დეპრესიის ღრმა მორევში იძირება და მთელ სამყაროზე განაწყენებული, მზადაა ადამიანებთან კონტაქტი მინიმუმამდე დაიყვანოს ან სულაც გაწყვიტოს იგი.

ამასთან ერთად, გამომდინარე იქედან, რომ კიბო კარდინალური ნიშნების რიცხვს მიეკუთვნება მას ძნელად ან საერთოდ არ ახასიათებს საკუთარი შეხედულებების ცვლა. ხოლო შინაგანი პანიკა, რომელიც საფრთხის მოახლოვებისას ავტომატურად აქტიურდება აიძულებს ”ჩიხში მომწყვდეულ” კირჩხიბს საზოგადოებისთვის საშიში და წარმოუდგენლად სასტიკი ქმედებებიც კი ჩაიდინოს. ისეთი რომელსაც მისგან არავინ ელის.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?