ზოდიაქოს ნიშნები უნიღბოდ - "სპილოს გრაციისა და კურდღლის ფანტაზიის მქონე ქალწულები"

ზოდიაქოს ნიშნები უნიღბოდ - "სპილოს გრაციისა და კურდღლის ფანტაზიის მქონე ქალწულები"

საერთო მახასიათებელია. ასე მაგალითად, მორიელი ეჭვიანი და შურისმაძიებელია, ქალწული – კრიტიკული და მეწვრილმანე, მერწყული ზედაპირული და არაპროგნოზირებადი და ა.შ.

შესაძლოა, ამ თვისებებიდან ზოგიერთი ვიღაცისთვის მისაღები ან გასაგებიც იყოს, მაგრამ საერთო ჯამში მაინც ნაკლად ითვლება. თუმცა, ასტროლოგიაში ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ემყარება. ამიტომ ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელ ცუდ თვისებას გააჩნია ე.წ. "ანტიდოტი" – თავისებური მიდგომა, რომლის მეშვეობითაც თქვენ გაგიადვილდებათ ამა თუ იმ ნიშნის წარმომადგენელის მხრიდან წამოსული ნეგატიური თვისებების დაბლოკვა ან განეიტრალება.

"სპილოს გრაციისა და კურდღლის ფანტაზიის მქონე ქალწულები"

როგორც ასტროლოგები ხუმრობენ, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს სპილოს გრაციოზულობა და კურდღლისთვის დამახასიათებელი ფანტაზიის უნარი გააჩნიათ. რაც იმაში ვლინდება, რომ გარეგნული სიმშვიდისა და სიდარბაისლის უკან, ხშირად ეს ხალხი საკმაოდ მყიფე ფსიქიკას და სუსტ ნერვებს მალავს. ქალწულის უმთავრესი ნაკლი მეწვრილმანეობა, სიძუნწე, ასოციალური ხასიათი და პრეტენზიულობაა. ხშირად მისი პედანტიზმი ყველა ზღვარს სცდება და აუტანელს ხდის ამ ადამიანთან ურთიერთობას გარშემო მყოფებისთვის, როგორც ოჯახურ წრეში ისე პროფესიონალურ სარბიელზე. უფრო მეტიც, თუ მან ფართო გასაქანი მისცა თავისი ხასიათის ბნელ მხარეს, ნებისმიერს მიიყვანს ნერვულ კრიზისამდე საკუთარი, გაუთავებელი პრეტენზიებით.

ქალწულს იშვიათად გააჩნია იმპროვიზაციის ნიჭი, მისი ყველა ქმედება ცივი გონებით გათვლილი და გაანგარიშებულია. თუ სიტუაცია მოითხოვს, მისგან საშიში და შეუბრალებელი ინტრიგანი დგება.

ქალწულები დიდი სიმამაცით არასოდეს გამოირჩევიან. შესაბამისად, ისინი თითქმის ყოველთვის ზურგს უკან არჩევენ მახის დაგებას მეტოქისთვის. გაუბედაობა და დიდზე დიდი ამბიციები, ვერ თავსდება ერთად მათ ბუნებაში. ამიტომ შინაგან კონფლიქტს, რომელსაც სასურველსა და სავალდებულოს შორის არჩევანის გაკეთების აუცილებლობა ითვალისწინებს, ზოგიერთი ქალწული, ნერვულ აშლილობამდეც მიჰყავს.

ისინი თაყვანს სცემენ ფულს. მაგრამ ეს თაყვანისცემა, საოცარ სიძუნწესა და ანგარიშიანობაში გადასდით. ფრთხილები და წინდახედულები არიან, როცა საქმე სიახლეების მიღებას ეხება. თუმცა ხანგრძლივი შეგუების პროცესის მერე, ნებისმიერი სახის სისაძაგლეს ეჩვევიან და ისისხლხორცებენ. ახასიათებთ აჩემება. როგორც ნივთების, ისე ადამიანების. შეუძლიათ კვირაობით იარონ ერთი და იმავე კოსტიუმით სამსახურში. იმიტომ კი არა, რომ სხვა არ გააჩნიათ ან გაუთოვება ეზარებათ. უბრალოდ "აიჩემეს" იგი.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?