ზოდიაქოს ნიშნები უნიღბოდ – ზარმაცი და ჯიუტი კუროები

ზოდიაქოს ნიშნები უნიღბოდ – ზარმაცი და ჯიუტი კუროები

ნიშნის საერთო მახასიათებელია . ასე მაგალითად, მორიელი ეჭვიანი და შურისმაძიებელია, ქალწული კრიტიკული და მეწვრილმანე, მერწყული ზედაპირული და არაპროგნოზირებადი და ა.შ.

შესაძლოა, ამ თვისებებიდან ზოგიერთი ვიღაცისთვის მისაღები ან გასაგებიც იყოს, მაგრამ საერთო ჯამში მაინც ნაკლად ითვლება. თუმცა, ასტროლოგიაში ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ემყარება. ამიტომ ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელ ცუდ თვისებას გააჩნია ე.წ. "ანტიდოტი" – თავისებური მიდგომა, რომლის მეშვეობითაც თქვენ გაგიადვილდებათ ამა თუ იმ ნიშნის წარმომადგენელის მხრიდან წამოსული ნეგატიური თვისებების დაბლოკვა ან განეიტრალება.

მითები და რეალობა კუროების სიზარმაცის და სიჯიუტის შესახებ

კუროს ნეგატიური თვისებები ძირითადად უპირობო სიჯიუტეს და კონსერვატორულობას უკავშირდება. კურო მიწის სტიქიის წარმომადგენელია, გარდა ამისა, მას სილამაზისა და ჰარმონიის პლანეტა ვენერა მართავს. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებში მათი ერთი შეხედვით მშვიდი, თითქოს ინდიფერენტული გარეგნობის მიუხედავად,  გასაოცარი რომანტიზმი და ჰარმონიის აღქმის უნარი არსებობს.

თუმცა, კიდევ ერთი, ვენერას მფლობელობაში მყოფი ნიშნის სასწორისგან განსხვავებით კუროს გემოვნება უფრო ტრადიციულ, პირველყოფილ და ბუნებრივ სილამაზეს აფასებს ვიდრე გლამურს და შიკს. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მას არაფრის დიდებით არ აინტერესებს სხვისი აზრი. თუკი, რაიმე მოსწონს და "ეკომფორტულება" ხანგრძლივი დროის მანძილზე უერთგულებს მას . აი, რატომ არ უყვარს კუროების უმეტესობას ძველი ავეჯის შეცვლა ახლით, ბებიის ნაქონ ზამბარებიან საწოლზე უფრო გემრიელად სძინავს და ღმერთმა იცის ეს ახალი, სუპერთანამედროვე მატრასებიანი ლოგინი რამდენად კომფორტულია დასაძინებლად. თუმცა, პრობლემა იმაშია, რომ მას ამ მატრასზე წამოწოლაც კი არ უცდია. სწორედ ეს არის კუროს ნაკლი – სიახლეების მიმართ შიში, მათი პრაქტიკაში გამოცდის გარეშე.

კურო არც მერწყულია და არც ტყუპი, რომ სხვადასხვა სახის ექსპერიმენტები ატაროს. მას ყოველთვის შეჩვეული ჭირი ურჩევნია შეუჩვეველ ლხინს და თუკი მაინც ახორციელებს ეს ადამიანი ცხოვრებაში ცვლილებებს, საამისოდ მას ხანგრძლივი ფსიქოლოგიური მომზადება, განსჯა და ფიქრი ესაჭიროება. ნუ მოსთხოვთ კუროს წამის მეასედში შეიცვალოს აზრი, ჩაალაგოს ჩემოდნები, გამოგყვეთ სამოგზაუროდ, გაიკეთოს ახალი ვარცხნილობა ან შეცვალოს ცხოვრების წესი. ამ ადამიანისთვის ამგვარი ტიპის ცვალებადობა არათუ მიუღებელი, ფსიქიკის დამაზიანებელიც კია.

ბევრი კურო ასაკში განიცდის წონის პრობლემებს, რაც მათთვის დამახასიათებელი კარგი მადის კი არა ბავშვობის ასაკში საცხოვრებელი ადგილის ან ატმოსფეროს არაკომფორტულობის გამოძახილია. კურო ვერ იტანს მოულოდნელობებს, შეჩვეული სიტუაციის სწრაფ ცვლას და ქაოსს, ასეთ დროს იგი შინაგანდ ძალიან იტანჯება, რაც ავტომატურად ვლინდება ფსიქოლოგიურ რეფლექსში – "ჭამოს, რათა თავი დაიმშვიდოს". ასტროლოგები კუროებში (ზოგადად ვენერით მართულ ნიშნებში) გამოვლენილ ამგვარ ფსიქოლოგიურ დისბალანსს "ვენერის ხაზით თავდაცვას უწოდებენ" და ეს სრულებითაც არ არის უხიფათო. იმიტომ რომ, ემოციური კომფორტის მისაღებად ზომაზე მეტი საკვების მირთმევის ჩვეულებამ შესაძლოა, კურო დიდ ასაკში წონის სერიოზულ პრობლემამდე მიიყვანოს.

საიმისოდ, რომ კუროსთან კომპრომისს მიაღწიოთ, არასოდეს აიძულოთ მას აჩქარება, ნუ დააძალებთ რაიმე ნოვაციის მიღებას და გადაწყვეტილების სწრაფად ცვლას. კუროს პროდუქტიულობა მხოლოდ მაშინ ვლინდება, როცა ამ ადამიანს საკმარისი დრო და კომფორტული გარემო აქვს საქმის საკეთებლად. ნურასოდეს ჩაუდგებით ჯიბრში, სულ ერთია, აზრს ამ მეთოდით მას ვერ შეაცვლევინებთ. უფრო მეტიც, იგი პრინციპულად არ დაიხევს უკან, ამით ვლინდება კუროსთვის დამახასიათებელი ხარის სიჯიუტე, რომელიც ნებისმიერი წინააღმდეგობისას ავტომატურად აქტიურდება.

დაბოლოს ნურასოდეს შეეხებით მის მფლობელობაში მყოფ ნივთებს ან ადამიანებს (ქმარი, საყვარელი ადამიანი, შვილები). კურო იშვიათი მესაკუთრეა, ამიტომ რასაც თავისად თვლის, სხვასთან იმის გაზიარება მისთვის წარმოუდგენელია. შესაბამისად, არაფრის დიდებით არ დაგითმობთ საკუთარ ქონებას. მოერიდეთ, როცა მშიერია ან ვერ მოასწრო გამოძინება. იყავით მის მიმართ ერთგული და იგი ასმაგად გადაგიხდით ერთგულებისთვის სამაგიეროს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?