ზოდიაქოს რომელ ნიშანთან გაქვთ პერსპექტიული ბიზნესთანამშრომლობის დაწყების შანსი და ვის არ უნდა ენდოთ საქმიანი კუთხით

ზოდიაქოს რომელ ნიშანთან გაქვთ პერსპექტიული ბიზნესთანამშრომლობის დაწყების შანსი და ვის არ უნდა ენდოთ საქმიანი კუთხით

თუკი თქვენ ე.წ. "მეწარმე" ან "კომერსანტ" ნიშნებს განეკუთვნებით – კურო, ქალწული, ტყუპი, მორიელი, თხის რქა... თუმცა, საკუთარი თავის იმედზე ყოფნა, არ ნიშნავს იმას, რომ პასუხს პოტენციური ბიზნეს პარტნიორის საიმედოობაზეც აგებს თქვენი ინტუიცია (რაც არ უნდა კარგად მუშაობდეს იგი). ამიტომაც არსებობს ასტროლოგიური გათვლა იმის დასადგენად თუ ვის შეუძლია ჩვენთვის დიდი ფულის შოვნაში ხელის შეშლა ან პირიქით, შეწყობა...

თავი რთული ასტროლოგიური ფორმულებით რომ ზედმეტად არ შეგაწყინოთ და იმ ექიმივით არ გამომივიდეს, რომელიც პაციენტთან საუბრისას მეტი დამაჯერებლობისთვის ათასგვარი გაუგებარი ტერმინოოგიით საუბრობს (რის ფონზეც ამ უკანაკნელს უფრო და უფრო ეძალება განცდა იმისა, რომ რაღაც საშინელი დაავადება სჭირს), მინდა მარტივი ფორმულით ხელმძღვანელობა გასწავლოთ იმის გასაგებად ვისთან ჯობია საქმიანი ურთიერთობის დაჭერა ბიზნესის კუთხით...

მაშ ასე, ჩვენგან მეორე ნიშანი, რეალურად აგებს პასუხს ჩვენი იდეების სარფიანად გაყიდვისა და სპონსორობის ალბათობაზე. ასე მაგალითად, თუ თქვენ ვერძი ხართ ამ პოზიციონირებაზე კურო გამოგადგებათ. თუ სასწორი – მორიელს მიაკითხეთ და ა.შ.

არანაკლებ საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენგან მეექვსე ნიშანთან თანამშრომლობა – ასეთი ტანდემის შემთხვევაში, ის თქვენზე უნდა იყოს დაქვემდებარებული, რომ საქმე კარგად წაგივიდეთ. მაგალითისაც მოგიყვანთ - ლომისთვის მეექვსე ნიშანი იქნება თხის რქა, ხოლო ტყუპი თუა თქვენი მზის ზოდიაქოს ნიშანი საიმედო თანაშემწეებს შორის მორიელი მონახეთ.

სოციალური სტატუსის ამაღლებაზე თუ ზრუნავთ ან რაიმე ტიპის მაღალი პოსტის დაკავებას ოცნებობთ საკუთარი ფინანსური ბეგრაუნდის მეშვეობით, ამ შემთხვევაში იმეგობრეთ თქვენგან მეათე ნიშანთან და იგი საჭირო კონტაქტების მოძიებაში დაგეხმარებათ. მაგალითად, თუკი ზოდიაქოს ნიშნით ხართ სასწორი კირჩხიბი გამოგადგებათ ამ მხრივ. ხოლო ვერძისთვის საუკეთესოა თხის რქის პროტეჟეობა.

დაბოლოს, დიდი ფულის კეთების ამბიცია ვისაც აწუხებს, ან უბრალოდ სურვილი აქვს მოკლე ვადებში და იოლად გამდიდრდეს მისგან მერვე ნიშნის იდეებითა და გეგმებით უნდა იხელმძღვანელოს. ანუ თუ თქვენ კირჩხიბი ხართ ზოდიაქოს ნიშნით მერწყულის ავანტიურისტულ ხასიათს უნდა აუწყოთ ფეხი, ხოლო ტყუპმა თხის რქის ცხოვრებისეული დისციპლინა უნდა გაითავისოს. თუმცა, აქვე აუცილებელია იმის ალბათობაზეც გაგაფრთხილოთ, რომ ჩვენგან მერვე სახლის წარმომადგენელთან კავშირი არამხოლოდ სწრაფ გამდიდრებას და კოლოსალურ შემოსავლებს, რიგ შემთხვევაში აბსოლუტური ფინანსური კრახის მაუწყებელიც შეიძლება გახდეს... შესაბამისად, კარგად დაფიქრდით, გსურთ კი ნამდვილად ბეწვის ხიდზე სიარული?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?