ჩვენ, ჩვენი ხასიათიდან და ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე კონკრეტულ ადამიანებს ვიზიდავთ. ზოგთან შესაძლოა იდილია გვქონდეს, ვიღაცამ კი, როგორც წესი, უბრალოდ ცხოვრება შეიძლება გაგვირთულოს. მაინც ვის უნდა ვერიდოთ დანარჩენ ზოდიაქოს ნიშნებს შორის?
ვერძმა თევზებისგან შორის უნდა დაიჭიროს თავი. იმიტომ რომ, როგორც წესი, მათ შორის საერთო ენის პოვნა რთულია. თევზები ემოციურია, ვერძი კი უტაქტო და პირდაპირი. რასაც საპასუხოდ თევზების მხრიდან ინტრიგების ხლართვა მოჰყვება ხოლმე.
ტყუპი უნდა ერიდოს ქალწულს. იმიტომ რომ, ქალწული წესრიგის მოყვარული და დისციპლინირებული ნიშანია და კუროსგან განსხვავებით ის აუცილებლად წაუყენებს მოთხოვნებს ქაოსურ ტყუპს. რაც ამ უკანასკნელს ნამდვილად არ მოეწონება.
კირჩხიბი უნდა ერიდოს თხის რქას. იმიტომ რომ, ემოციური და თანამგრძნობი კირჩხიბი, ვერ აიტანს თხის რქის ემოციურ სიცივეს და პირდაპირობას. ის აუცილებლად გააკრიტიკებს კირჩხიბის სენსიტიურობას და ნაკლად ჩაუთვლის მას ამას.
ქალწული უნდა ერიდოს მშვილდოსანს. იმიტომ რომ, პრაქტიკული და სტაბილურობის მოყვარული ქალწული ვერასოდეს გაიგებს და შეეგუება მშვილდოსნის თავგადასავლებისმოყვარულ ბუნებას და უპასუხისმგებლობას.
მორიელი უნდა ერიდოს ლომს. იმიტომ რომ, მორიელს და ლომს ერთნაირად მებრძოლი ხასიათი, უკომპრომისო ბუნება და ძალაუფლების სიყვარული აერთიანებთ. თუმცა, ამ თვისებების გამო ხდება ყველაზე ხშირად მათ შორის დავა.
თხის რქა უნდა ერიდოს ვერძს. იმიტომ რომ, ჯიუტი და უკომპრომისო ვერძი ყოველთვის მზად იქნება ომი გამიუცხადოს თხის რქის მკაცრ გადაწყვეტილებებს. თხის რქა კი საკმაოდ ჯიუტია საიმისოდ, რომ რამე დათმოს.
მერწყული უნდა ერიდოს მორიელს. იმიტომ რომ, მერწყულის იმპულსურობა და უცნაური გამოხდომები საოცრად ძაბავს მორიელს. მას შეუძლია თავისდაუნებურად აწყენინოს ნებისმიერს ისე, რომ ამას ვერც კი აცნობიერებდეს. მორიელი კი არასოდეს გაუშვებს შანსს, მერწყულს სამაგიერო გადაუხადოს.