როგორ მართავთ საჭეს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

როგორ მართავთ საჭეს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

განისაზღვრება ის თუ რამდენად უსაფრთხოა ამ ადამიანის გვერდით მგზავრობა სხვებისთვის. დრო დადგა გაგაცნოთ ყველაზე ფრთხილი, დაკვირვებული ადამიანები, რომელთაც "რკინის ცხენის" მართვისას, მშვიდად შეგიძლიათ ენდოთ...

ყველაზე დინჯი, კანონმორჩილი და დაკვირვებული მძღოლების სიაში მოხვდნენ თხის რქები . ამ ადამიანებს ხასიათში თანდაყოლილი დისციპლინისკენ მიდრეკილება, ყოველთვის კარგს სამსახურს უწევს მათ იმ დროს, როცა საჭესთან ზიან. თხის რქა ყოველთვის იცავს წესრიგს და იშვიათად ცდილობს მრავალსაათიან საცობებშიც კი, დანიშნულების პუნქტამდე საგზაო ნიშნების დარღვევით გაიკვალოს.

Astrologia

არანაკლებ კარგი მძღოლები არიან მიწის სტიქიის კიდევ ერთი წარმომადგენლები – ქალწულები . ქალწული დეტალიზაციის უზადო ნიჭითაა დაჯილდოებული, ამიტომ ასეთ ადამიანს უმცირესი წვრილმანიც არ გამორჩება მხედველობის არედან. სწორედ ამ თვისებას უნდა უმადლოდნენ ისინი იმას, რომ ძალზე ხშირად ახერხებენ ავარიული სიტუაციებიდან თავის დაძვრენას მით უმეტეს, როცა ამ მხრივ მათი დანაშაული არაფერია. ქალწულის კიდევ ერთი სახასიათო შტრიხი – სხვებზე ზრუნვის საოცარი უნარია. ამიტომ ასეთი ადამიანები ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან მგზავრებს საკუთარ მანქანაში და მაქსიმალურად ზრუნავენ ამ უკანასკნელთა უსაფრთხოებაზე.

Astrologia

მესამე საპატიო ადგილი "საჭის პროფესიონალებს" შორის, რაც არ უნდა გაგიკვიდრეთ საკუთარი თავქარიანობით განთქმულმა ტყუპმა

დაიკავეს. ტყუპი ზოდიაქოს მესამე სახლის მმართველია, რომელსაც თავის მხრივ ტრანსპორტის თემის "კურირება" ევალება. ამიტომ რეალურ ცხოვრებაში მოუსვენარი და ცვალებადი ტყუპი, ავტომობილის მართვისას გასაოცარ ოსტატობასა და გამჭრიახობას ავლენენ. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ხალხი ხელის გასაოცარი მოქნილობით გამოირჩევა, ამიტომ ავარიული და სახიფათო სიტაუციებიდან "მშრალად გამოძვრომა" როგორც წესი, არც ერთ ტყუპს არ უჭირს.

Astrologia

ტყუპს კვალდაკვალ მოსდევენ სანიმუშო მძღოლების ხუთეულში, ჰაერის სტიქიის კიდევ ერთი წარმომადგებლები – მერწყულები . მერწყულის ზოდიაქოს "მმართველობაში" არამხოლოდ ტექნიკა და ინტერნეტი, ნებისმიერი ტიპის მექანიზმები და მათი მართვის ქვეცნობიერი ცოდნაც მოიაზრება. ამიტომ ძალიან ბევრი მერწყული მძღოლი, თავად შლის და აწყობს ხოლმე დაზიანებულ ავტომობილს. თანაც ისე, რომ ბოლომდე არც კი იცის ამა თუ იმ დეტალის სპეციფიკური სახელწოდება. ამასთან ერთად, მერწყულს გასაოცარი წინასწარხედვის ნიჭი აქვს, რის ხარჯზეც იგი კარგად ახერხებს თავიდან აირიდოს ხოლმე უსიამოვნო შემთხვევები ავტომობილის მართვის პროცესში.

Astrologia

დაბოლოს, მეხუთე ადგილის "ბედნიერი მფლობელები" არც მეტი არც ნაკლები – კირჩხიბებ ი გახდნენ. ალბათ გიკვირთ მათი ხილვა ამ საპატიო ხუთეულში, მაგრამ ის ვინც კირჩხიბის ზოდიაქოს ახლოს იცნობს დამეთანხმება, რომ ეს ადამიანები გარეგნული "პანიკიორობის" უკან, გასაოცარი თვითგადარჩენის ინსტინქტს მალავენ. კირჩხიბი უზომოდ მზურნველი ნიშანია, შესაბამისად, ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ მისი თავდადება უზომო და უსაზღვროა. აქედან გამომდინარე, ეს ხალხი არასოდეს აგდებს საფრთხის ქვეშ არც საკუთარ და არც ძვირფასი ადამიანების სიცოცხლეს, როცა საქმე საჭის მართვას ეხება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?