არ სურს. თუმცა, ზუსტად ამ ტიპის ინფორმაციას იმახსოვრებს ყველაზე უკეთ. ასტროლოგები ყოველთვის ცდილობენ არ დააფრთხონ ადამიანები ნეგატიური პროგნოზებით. თუმცა, იმის გააზრებაც აუცილებელია, რომ ცხოვრება მარტოოდენ პოზიტიური მოვლენებისგან არ შედება და ხანდახან საჭიროა თვალი სირთულეებსაც გავუსწოროთ. ისევ და ისევ, საიმისოდ, რომ ჩვენში ძლიერი პიროვნება გამოიძერწოს. 2018 წელი ამ მხრივ სამ ზოდიაქოს ნიშანს უმზადებს ყველაზე მნიშვნელოვან გამოცდებს.
ვერძი - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები დაუღალავი მებრძოლები და ოპტიმისტები არიან. 2018 წელი კი მათ კიდევ ერთხელ გადაამოწმებს მდგრადობაზე. ვერძს მოუწევს შეცვალოს მიდგომა და მეთოდები სამსახურში, ახლებურ რეჟიმზე გადაეწყოს ან აღმოაჩინოს საკუთარ თავში სრულიად ახალი შესაძლებლობები, რომელიც სამომავლოდ წინსვლაში დაეხმარება.
სასწორი - როგორც წესი, ზოდიაქოს ამ ნიშნით ყველაზე მერყევი ადამიანები იბადებიან. თუმცა, 2018 ის წელი იქნება, როცა სასწორების დიდ ნაწილს გარემოებებიდან გამომდინარე მაინც მოუწევს გადადებული საქმეების დასრულება და საყოყმანო საკითხებზე მყისიერი გადაწყვეტილებების მიღება.
თხის რქა - შეიძლება ითქვას, რომ 2018 წელს ყველაზე დიდი გამოწვევები თხის რქებს ელოდებათ. ეს ის პერიოდი იქნება, როცა ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს მოუხდებათ ცხოვრების ყველა სფეროში საკუთარი პრინციპებისა და შეხედულებების ერთგულება. პროფესიონალიზმის დამტკიცება და საყვარელი ადამიანების გამო კომპრომისები.