ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანის ცდუნება შეიძლება მარტივად

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანის ცდუნება შეიძლება მარტივად

ზოგს კი ძალიან დიდი დრო და აწონ-დაწონა სჭირდება საიმისოდ, რომ ვინმე პოტენციურ პარტნიორად აღიქვას. ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობს ზოდიაქოს ნიშნების გარკვეული კატეგორია რომელიც შეგიძლია მარტივად აცდუნოთ და წამოიყვანოთ თუნდაც მოკლევადიან ფლირტზე.

ტყუპი - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს პლანეტა მერკური მართავს. ამიტომ მათთვის კომუნიკაცია და ურთიერთობების გაბმა მარტივზე მარტივი საქმეა. ტყუპს უყვარს საუბარი და აზრების გაცვლა-გამოცვლა. შესაბამისად მისთვის თავის მოწონება ძალზე ადვილია. მთავარია იყოთ ენაწყლიანი მოსაუბრე, საინტერესო და აქტიური. მზად იყოთ ცვლილებებისთვის და ტყუპის მსგავსად არ მოგწონდეთ ერთფეროვნება.

სასწორი - პლანეტა ვენერა, რომელიც სასწორს მართავს განაპირობებს იმას, რომ სასწორები მუდმივად ფოკუსირებული არიან პარტნიორის პოვნაზე, თუნდაც ეს ურთიერთობა მოკლევადიანი იყოს. სასწორს უყვარს ფლირტი და ამას არც მალავს. მისი მომხიბვლელი ღიმილი და გალანტურობა ბევრს ახვევს თავბრუს. თუმცა ამ ადამიანს მსუბუქი და ჰარმონიული ურთიერთობა ხიბლავს. ფლირტზე ადვილად მოდის, თუმცა, თუკი სიტუაცია დაიძაბა ან პარტნიორი ცდილობს ურთიერთობა საწყის ეტაპზევე პასუხისმგებლობებით დახუნძლოს, უკამოუხედავად გაეცლება მას დროის უმოკლეს მონაკვეთში.

მშვილდოსანი - თავგადასვლების მოყვარული და იდეალისტი მშვილდოსანი, ახალი შეგრძნებების და ურთიერთობების ძიებას მაშინაც კი არ წყვეტს ბოლომდე, როცა წყვილში ან ოფიციალურ ურთიერთობაში იმყოფება. შესაბამისად, ფლირტის გაბმის მაცდურ წინადადებას იგი ყოველთვის სიამოვნებით ხვდება და აზარტულად ებმება სასიყვარულო თამაშში.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?