იმასაც ამბობენ, "ვისაც ვინ უყვარს ის ელამაზებაო". თუმცა, ასტროლოგები მაინც გამოყოფენ ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანს, რომელთა შორისაც ყველაზე ხშირად იბადებიან ლამაზი და მომხიბვლელი ადამიანები.
ტყუპი - ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები საოცრად მომხიბვლელები, ქარიზმატულები და მოქნილები არიან. ტყუპი ქალი იქნება იგი თუ მამაკაცი, ყოველთვის ახალგაზრდულად გამოიყურება და ბავშვივით მიმზიდველია. ამ ადამიანებს დახვეწილი გემოვნება გააჩნიათ და უბრალო სამოსშიც კი გამოიყურებიან მდიდრულად და იდეალურად.
სასწორი - ზოდიაქოს ყველაზე დახვეწილი ნიშანია. სასწორს პლანეტა ვენერა მართავს, რაც თავის მხრივ განაპირობებს სასწორებში მომხიბვლელ, თვალისმომჭრელ ღიმილსა და გალანტურობას. სასწორი, ლამაზიც რომ არ იყოს ყოველთვის მოვლილი, მოდური და ელეგანტურია. ეს ადამიანები მუდმივად აკონტროლებენ წონას, ზრუნავენ გარგნობასა და მანერებზე.
მორიელი - ის არც ტყუპივით ინფანტილურად ლამაზია, არც სასწორივით ელეგანტური და დახვეწილი, მაგრამ მისი გარეგნობა მაინც არასოდეს დაგავიწყდებათ. მთავარი კი მორიელის ვიზუალში თვალებია - დიახ, ის მაგნეტიზმით სავსე გამოხედვა, რომლითაც მორიელები დააჯილდოვა ბუნებამ განაპირობებს კიდეც მათ ქარიზმას. მორიელები ბრუტალურად სექსუალურები არიან. არის მათ გარეგნობაში რაღაც პირველყოფილი სილამაზის ეფექტებიც. თუმცა როგორიც არ უნდა იყოს მორიელი, იგი აუცილებლად იქნება უზომოდ სექსუალური და მიმზიდველი საპირისპირო სქესის თვალში.