გაუმართლებელ რისკზე მიდიან და როგორც საკუთარ თავს, ისე გარშემო მყოფთა ცხოვრებას საფრთხის ქვეშ აყენებენ. თუმცა არსებობს მეორე უკიდურესობა, გადამეტებული სიფრთხილე და ხშირად სილაჩრეც კი - როცა ადამიანს აბოსლუტურად მარტივი ნაბიჯის გადადგმისაც კი ეშინია იმ მოტივით, რომ ვაი და ყველაფერი ცუდად დასრულდეს...
ასტროლოგები თვლიან, რომ ადამიანის ხასიათში სიმამაცისკენ, ან პირიქით სიმხდალისკენ მიდრეკილებას კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის თვისებებიც განაპირობებს. თუმცა ინფორმაცია, რომელსაც ამ სტატიაში გაეცნობით არის ზოგადი ხასიათის და ის რაღა თქმა უნდა არ ვრცელდება ამა თუ იმ ნიშნის ნებისმიერ წარმომადგენელზე. აქედან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად მშიშარას ან პირიქით თავზეხელაღებულის იარლიყს ნურავის მივაკერებთ...
თუმცა, მოდით, მაინც გავეცნოთ ზოგად სტატისტიკას, რომელი ნიშნები გამოირჩევიან სიმამაცით და რომელ ნიშნებს ეშინიათ რისკის...
ყველაზე თავზეხელაღებულთა შორის სამი ნიშანი მოხვდა:
ვერძი - მმართველი პლანეტა მარსის გავლენით ვერძს ხშირად აბსოლუტურად გაუაზრებელი სითამამეც კი ახასიათებს. იგი ჯერ მოქმედებს, შემდეგ ფიქრობს და არცთუ იშვიათად ცდება საკუთარ ქმედებაში. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ბევრ შემთხვევაში საკმაოდ სერიოზულ პრობლემებშიც ეხვევა.
ლომი - მას გონივრული რისკი მოსწონს. თუმცა საქმე საქმეზე თუკი მიდგა და ვინმე მის თავმოყვარეობას უშნოდ შეეხო, ძალა შესწევს ნებისმიერი გამოიწვიოს ღია ბრძოლაში. ლომისთვის ღირსება ამქვეყნად ყველაზე და ყველფერზე ძვირფასია. შესაბამისად, იგი არასოდეს დაიხევს უკან თუკი საქმე ღირსების და სიამაყის დაცვას ეხება.
მორიელი -
ექსტრიმის სიყვარული სისხლში აქვს გამჯდარი. ცხოვრება ვერ წარმოუდგენია რისკისა და თავგადასავლების გარეშე. ხშირად ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მორიელი გაუაზრებლად რისკავს, თუმცა ეს ასე არ არის. იგი წინდახედული და ფრთხილია, ამიტომ წინასწარ გრძნობს სად შეიძლება დაუშვას შეცდომა მოწინააღმდეგემ. ამასთან ერთად, მან უკან დახევა არ იცის ბრძოლაში. შესაბამისად, თუკი ვინმეს დაუპირისპირდა, სიცოცხლის ფასადაც არ დათმობს საკუთარ პოზიციებს.
შედარებით ფრთხილია გადაწყვეტილებების მიღებისას შემდეგი სამი ნიშანი:
კირჩხიბი - მას არათუ კონკრეტულ, ფორს-მაჟორულ სიტუაციაში ზოგადადაც არ უყვარს რისკის გაწევა და თამამი ქმედებები. მუდმივად არჩევს "დღევანდელ კვერცხს, ხვალინდელ ქათამს". ამიტომ ხშირად იქცევა როგორც გაუბედავი და მშიშარა ადამიანი. მისთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოება, როგორც საკუთარი, ისე ოჯახის და გარემოცვის, ამიტომ მზადაა ბევრი დათმოს და მოითმინოს მშვიდობის შენარჩუნების გამო.
ქალწული - ნაკლებად ხიბლავს კონფლიქტი და ხელჩართული ომი, თუნდაც ეს მისი ღირსების დასაცავად იყოს საჭირო. ურჩევნია მეტოქეებს ლაპარაკით ან გონივრული, ტაქტიკური სვლებით აჯობოს. ხშირად მიმართავს თავდაცვის მიზნით სხვადასხვა ტიპის, კორპორატიულ ავანტურას. ასე გაცილებით უსაფრთხოდ და ცივილური გზით ახერხებს თავიდან მოიცილოს არასასურველი ადამიანები.
სასწორი - ბუნებით სამართლიანი ნიშანია, თუმცა თუკი ამ სამართლიანობისთვის რეალური ბრძოლაა საჭირო, ძალიან უჭირს მოქმედება. სასწორს არ უყვარს ჩხუბი და აგრესია, შესაბამისად ყოველთვის და მაქსიმალურად არიდებს თავს კონფლიქტურ სიტუაციებს. იმ შემთხვევაშიც კი თუ დაპირისპირება გარდაუვალია, შეეცდება პრობლემა მოლაპარაკების გზით და დიპლომატიური მეთოდებით დაარეგულიროს. ვიღაცის თვალში შესაძლოა ამას გაუბედაობა ჰქვია, ვიღაცას კი სასწორის საქციელი გონივრულიც შეიძლება მოეჩვენოს.