უნარი და შესაბამისი მოქნილობა, საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში. თუმცა, არსებობენ ისეთი ქალებიც, რომელთათვისაც ხშირად აბსოლუტურად მიუღებელია მამაკაცის გულის მოსაგებად ამ უკანასკნელს უპირობოდ დაემორჩილოს ან "მეორე ვიოლინოს" როლი დაიკაოს ურთიერთობაში. ამჯერად იმ საუკეთესო სამეულზე ვისაუბრებთ, რომელთაც ბუნებრივად გააჩნიათ ხასიათში ისეთი თვისებები, რომელიც საშუალებას აძლევს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან მაქსიმალური ლოიალურობა, დიპლომატია და სირბილე გამოიჩინოს...
კირჩხიბი - ქალი კირჩხიბი მზრუნველი, ემოციური და მოსიყვარულე პარტნიორია. იგი მზადაა საყვარელი მამაკაცის ან ოჯახის ინტერესებს, ძალზე ხშირად საკუთარი პროფესიული თუ პიროვნული წარმატების შანსებიც კი შესწიროს. თანაც, ამაზე არასოდეს იწუწუნოს და თავი ბედნიერად მიიჩნიოს იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ბედმა მარტოოდენ საპატიო დიასახლისის თანამდებობა არგუნა. კირჩხიბი სენსიტიური და ემოციური ტიპია. იგი შესანიშნავად გრძნობს საყვარელი ადამიანების დარდს და წუხილს. ყოველთვის იცის როდის ისაუბროს, როდის გაჩერდეს და რამდენად ღრმად შეტოპოს პრეტენზიების წამოყენების მხრივ. სწორედ ამიტომ ახერხებს იგი ხანგრძლივი დროით და მყარად შეინარჩუნოს ოჯახიც და სასურველი მამაკაციც გვერდით.
სასწორი - წინდახედული, დიპლომატიური და ძალზე გონიერი არსებაა. ამასთან ერთად, ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება, იცის საკუთარი თავის ფასი და მამაკაცსაც ამ მხრივ სიამაყის მიზეზად ევლინება. სასწორი ქალები გარეგნულად ნაზი, შინაგანად კი საოცრად მყარი, პრინციპული და გამჭრიახი მეორე ნახევრები არიან. დამეთანხმებით, ნებისმიერი მამაკაცისთვის ჭეშმარიტი მონაპოვარია ქალი, რომელსაც სილამაზესთან ერთად ჭკუაც უჭრის და იმდენი მიხვედრილობაც ყოფნის ყოველივე ამასთან ერთად, რომ არასოდეს აგრძნობინოს მამაკაცს ეს.
თევზები
- სათუთი, ქალური, ნაზი და გულჩვილი ქალია. ზუსტად ისეთი, როგორზეც ნებისმიერი მამაკაცი ოცნებობს - ხელისგულზე სატარებელი და მოსაფრთხილებელი. მან ყოველთვის იცის, როგორ მოიგოს ძლიერი სქესის წარმომადგენლის გული და როგორ ისარგებლოს ოსტატურად ქალის შეუდარებელი იარაღით – ცრემლებით. თანაც ამას ისე აკეთებს, რომ სიტუაცია ბუნებრიობის ელფერს არავითარ შემთხვევაში არ კარგავს. ამიტომ მართალია, პერიოდულად ქალურად და აუტანლად დაბნეული, უთავბოლო, მფლანგველი და ჩერჩეტია (ყოველ შემთხვევაში ამგვარი იმიჯი აქვს მამაკაცის თვალში), ძლიერი სქესის წარმომადგენლები გარკვეული სიამოვნებითაც კი მფარველობენ ასეთ ქალს და ცდილობენ, იგი ყოველგვარი სახის ცხოვრებისეული უსიამოვნებებისგან მაქსიმალურად დაიცვან და დაიფარონ.