ადამიანი ჩვენში გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ აგრესიას? ასტროლოგები თვლიან, რომ ამის მიზეზი, ხშირად მათი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარეობს.
ასე მაგალითად, ვერძები გარშემო მყოფებს ნერვებს ყველაზე ხშირად ხისთავიანობით, უტაქტობითა და აგრესიულობით უშლიან.
კურომ შეიძლება წყობიდან გამოგვიყვანოს სიჯიუტით, აუჩქარებლობითა და სიზარმაცით.
ტყუპმა შესაძლოა გარშემო მყოფები ყველაზე მეტად გაუთავებელი ლაპარაკით, უპასუხისმგებლობითა და ცვალებადობით გააღიზიანოს.
კირჩხიბს შეუძლია ნერვები მუდმივი თავის შეცოდებით, ბუტიაობით და წუწუნით მოგვიშალოს.
ხოლო ლომი ნერვებზე მოქმედებს გაუთავებელი ტრაბახით, საკუთარ თავზე საუბრითა და ამპარტავნებით.
ქალწული ყველაზე მეტად გარშემო მყოფებს სიძუნწით, მეწვრილმანეობითა და მეშჩანობით აღიზიანებს.
სასწორს კი შეუძლია ხალხი წყობიდან გამოიყვანოს მუდმივი მერყეობით, გადაწყვეტილების მიუღებლობით და მიდგომით - "არც მწვადი დაწვა, არც შამფური".
მორიელი ადამიანებს მწარე ენით, ცინიზმითა და ბოღმიანობით უშლის ნერვებს.
მშვილდოსანისგან კი ყველაზე აუტანელია უტაქტობა, არასტაბილურობა და ბაქიაობა.
თხის რქაში ყველაზე მეტად გვაღიზიანებს სნობიზმი, გადამეტებული სერიოზულობა და ემოციური სიცივე.
მერწყულს ადამიანების წყობიდან გამოყვანა შეუძლია გადამეტებული ექსცენტრიკულობითა და არაპროგნოზირებადი ხასიათით.
თევზები საკუთარი ზედმეტი ინფანტილურობით, მსხვერპლის როლის თამაშითა და ემოციურობით გვაღიზიანებენ.