ქალები გარკვეულ ასტროლოგიურ ფსიქოტიპებად იყოფიან. ნებისმიერ მათგანს გააჩნია ხასიათში გარკვეული ნეგატიური, ან მკვეთრად გამოხატული დადებითი თვისება. თუმცა, დღეს გვინდა ზოდიაქოს სამ, ყველაზე აუტანელი ხასიათის მამაკაცზე გესაუბროთ. თუკი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთს მაინც უძლებს ქალი მთელი ცხოვრება, ჩათვალეთ, რომ იგი გმირია მედლების გარეშე.
ქალწული - ქალწული პლანეტა მერკურის მართვაში მყოფი ზოდიაქოს ნიშანია. მერკური კი თავის მხრივ აზროვნება-კომუნიკაციაზე აგებს პასუხს. ამიტომ ქალწულის ნიშნით დაბადებული მამრები ბასრი ენით და დაკვირვებულობით არიან გამორჩეული. ქალწული ყველაზე პრეტენზიულია ზოდიაქოს ნიშნის მამაკაცებს შორის. ამასთან ერთად, მისი პრეტენზიები ყოველთვის ობიექტურია და ამ კაცის მახვილ თვალს არც ერთი, მსხვილმან-წვრილმანი ქალური შეცდომა არ გამორჩება შეუმჩნეველი. იგი პედანტი და მოწესრიგებულია. შესაბამისად, მის გვერდით თუ გსურთ ცხოვრება, მოგიწევთ მუდმივად იყოთ მოწოდების სიმაღლეზე. არეული სახლი, დაურეცხავი ჭურჭელი და დაქალებთან საათობით ტელეფონზე მასლაათი ქალწულთან თქვენს განქორწინებას უდრის.
თხის რქა - სატურნი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს, ერთობ პირქუში პლანეტაა. რის ხარჯზეც მამაკაცი თხის რქები "გაუცინარი ხელმწიფეები" არიან. მათი გაღიმება, ისევე როგორც გულის აჩუყება დამიჯერეთ, ერთნაირად რთული საქმეა ქალისთვის. თხის რქა ზედმეტად სერიოზული და პესიმისტური ხასიათის კაცია. მას იშვიათად სჯერა სასწაულების. არა არის რომანტიკული და თავქარიანი. ამიტომ მის გვერდით ქალს ყოველთვის პროგნოზირებადი, რეგლამენტით გაწერილი ცხოვრება ექნება. მართალია, იგი სტაბილური და ერთგული ქმარია როგორც წესი, მაგრამ განა რთული არ არის ასეთ უხასიათოსთან ცხოვრება?
მორიელი - მარსი და პლუტონი, ორი აგრესიული, ომისა და ბრძოლის მოყვარული პლანეტა გაერთიანდა მორიელის ზოდიაქოს ნიშნის სამართავად. ჰოდა, ხომ ხვდებით რა შარში გაქვთ თავი გაყოფილი თუკი ისე მოხდა, რომ მორიელი აირჩიეთ ცხოვრების თანამგზავრად? მამაკაცი მორიელი საშინლად მიმზიდველი, ბრუტალურად სექსუალური და სიმპათიურია. მაგრამ ამ ყველაფერს "ბონუსად" მოჰყვება მისი ხასიათის ისეთი თვისებები, როგორიცაა დიქტატურის სიყვარული, "ოტელოს" მსგავსი ეჭვიანობა, სისასტიკეში გადასული მესაკუთრეობა, უჟმურობა და ქალზე ფსიქოლოგიური მანიპულაციის ნიჭი. აქედან გამომდინარე, სამეულს შორის, მორიელის თანამგზავრს უდავოდ ეკუთვნის გამარჯვებულის "ოქროს პალმის რტო" მორიელისნაირი მონსტრის გაძლებისთვის.