კიდევ უნდა გააჩნდეს ერთი თვისება - ეს ხელგაშლილობაა. ეს თვისება, ურთიერთობის საწყის ეტაპზე მაინც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუმცაღა, ოჯახურ ცხოვრებაში არავინ დავობს რომ ზომიერი ეკონომია გაცილებით უფრო დიდ პლუსად ითვლება. ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე მამაკაცებს გარკვეული დამოკიდებულება გააჩნიათ ფინანსებთან. მაინც რომელი მათგანია თქვენი აზრით სიძუნწისკენ მიდრეკილი?
ვერძ ი - ალბათ გაგიკვირდათ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა პერიოდულ ხელგაშლილობასთან ერთად ვერძის ნიშნით დაბადებული მამაკაცი საკმაოდ წინდახედულია ფულთან მიმართებაში. ის არასოდეს დახარჯავს ფულს ბუნდოვან პერსპექტივებზე. თუმცა, თუკი ხვდება, რომ ვინმესთან ნაცნობობა მას სამომავლოდ წაადგება საქმესა და ცხოვრებაში, ვერძი აუცილებლად გამოავლენს გულუხვობას ფულთან მიმართებაში.
კურო - ამ ადამიანებს უყვართ, როცა პირიქით, მასზე ხარჯავენ ფინანსებს. ასტროლოგები თვლიან, რომ მზრუნველ და სტაბილურ კუროებს შორის ისეთებიც გამოერევიან ვისაც ე.წ. "ალფონსის" იარლიყით ცხოვრება ქალის ხარჯზე, სულაც არ მიაჩნია სამარცხვინო საქმედ.
ტყუპი - ასტროლოგები თვლიან, რომ ფულთან არათანმიმდევრული დამოკიდებულება აქვთ ზოდიაქოს ამ ნიშნის მამრებს. ხან უზომოდ ხელგაშლილები არიან, ხანაც ძუნწობენ. ხშირად საჯაროდ უყვართ ე.წ. "გულუხვობის" დემონსტრირება, თუმცა ოჯახურ ცხოვრებაში გაცილებით პრაგმატულები არიან, როცა საქმე ეხება ფინანსებს.
ქალწული - ზოდიაქოს ყველაზე ხელმომჭირნე მამაკაცების სიაში გადის. ამ ადამიანებს არ უყვართ ფულის უმისამართოდ ხარჯვა. თუმცა, არიან უზომოდ პრაქტიკულები და იქ, სადაც არჩევანი ხარისხსა და ფასს შორის გადის, უპირატესობას ყოველთვის პირველს ანიჭებენ.
მორიელი
- ბუნებით ფრთხილი და წინდახედული ნიშანია. ფულთან მიმართებაში მკაცრად ასაიდუმლოებს საკუთარ შემოსავლებს. ზოგჯერ ზედმეტად ძუნწიც არის ხოლმე. თუმცა, მისი სიძუნწე ძირითადად უნდობლობითაა განპირობებული.