ამ წელს წამოიწყებთ კარიერული თუ პროფესიული ზრდის კუთხით. თუმცა, გაითვალისწინეთ ისიც, რომ ცხენი მარტოოდენ მშრომელ, მიზანსწრაფულ, გონივრული რისკის მოყვარულ და კომუნიკაბელურ ადამიანებს წაახალისებს. ხოლო მათ ვინც პასიური დამკვირვებლის როლით ან შეჩვეულ რუტინულ ცხოვრებასთან განშორების პანიკური შიშით გამოირჩევა შესაძლოა 2014 წელმა ბევრი ნეგატიური ცვლილება მოუტანოს პროფესიული კუთხით. ეს ის წელია, როცა უნდა იმოქმედოთ, მონახოთ ახალი გზები და გამოავლინოთ თქვენში არსებული ფარული ან აქამდე ნაკლებად პრიორიტეტული თვისებები. ხოლო იმაზე თუ როგორი იქნება დამდეგი წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის კონკრეტულად სტატიაში წაიკითხავთ...
ვერძი
ვერძების დიდი ნაწილისთვის ცხენი გულუხვი და კეთილგანწყობილია, იმიტომ რომ ვერძს აქვს ის თვისებები, რაც ცხენს მოსწონს. კერძოდ, ენერგიულობა, დინამიზმი, ოპტიმისტური დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ და კომუნიკაბელურობა. ცხენს მოსწონს ვერძის თავდაჯერებულობა საქმის კეთებისას. თუმცა 2014 ის წელია, როცა ვერძებმა მაქსიმალურად სწრაფი ადაპტირება უნდა მოახდინონ ნებისმიერ სიტუაციაში და გადაწყვეტილება ხშირად წამის მეასედში მიიღონ. ეს განასკუთრებით იმ ვერძებს ეხებათ ვისაც საკუთარი ბიზნესი აქვს ან აპირებს უახლოეს ხანში რაიმე სახის კერძო საქმიანობა წამოიწყოს. ერთადერთი პირობა რის გათვალისწინებასაც ვერძს ცხენის წელი უსახავს მიზნად არის ის, რომ ამ ადამიანებმა ნებისმიერი საქმის კეთებისას კონკრეტული და ზუსტად გაწერილი სამოქმედო გეგმა უნდა იქონიონ, საიმისოდ რომ მათი ჩანაფიქრი საბოლოო ჯამში დამაკმაყოფილებელი შედეგებით დასრულდეს.
კურო
კუროების დიდი ნაწილისთვის ცხენის წელი მშვიდად ჩაივლის პროფესიული კუთხით. ეს ნამდვილად არ არის წელი, რომელიც კუროს ზოდიაქოს ნიშნის მქონე ხალხს თავბრუდამხვევ კარიერას ან თანამდებობრივ წინსვლას ჰპირდება. უფრო მეტიც, ცხენის წელში ასტროლოგების აზრით, კურომ უკვე მიღწეულის შენარჩუნება-განვითარებაზე უნდა იზრუნოს, ვიდრე გრანდიოზული გეგმები დაისახოს მიზნად. მეტ-ნაკლებად რთული იყოს შეიძლება წელიწადი იმ კუროებისთვის ვისაც საკუთარი ბიზნესი გააჩნია. ძვირფასო კუროებო, შესაძლოა კომპანიის წინსვლაზე ზრუნვამ, ოჯახის წევრებისთვის გამოყოფილი დრო მინიმუმამდე დაგაყვანინოთ, რაც თავის მხრივ წლის მეორე ნახევარში არაერთ კონფლიქტს და გაუგებრობას გამოიწვევს.
ტყუპი
ტყუპის დიდი ნაწილი შესანიშნავი შემსრულებელია. ამიტომ 2014 წელს ბევრ ტყუპს შესაძლოა უფროსობისადმი ერთგულება და სანიმუშო თანამშრომლობა ჯეროვნად დაუფასდეს თანამდებობრივი წინსვლის ან სახელფასო განაკვეთის ზრდის სახით. იმ შემთხვევაში თუ თქვენ, მიუხედავად იმისა, რომ მუყაითად შრომობთ, ვერანაირი პოზიტიური ძვრა ვერ შენიშნეთ ხელმძღვანელობის მხრიდან, წლის მეორე ნახევარში მოგეცემათ საშუალება ზემდგომებს კორექტულად და მშვიდობიანად დაუფიქსიროთ თქვენი მოთხოვნები, რაც მერწმუნეთ აუცილებლად მოგცემთ შედეგს!
კირჩხიბი
კირჩხიბის ემოციურ სამყაროს, ცხენის წელი საკმარისზე მეტადაც კი შეარყევს. ყველაფერი ამის ძირითადი მიზეზი კი ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის დამახასიათებელი გადამეტებული სიფრთხილე და უნდობლობა გახლავთ კარიერულ სარბიელზე. ცხენს მოგეხსენებათ რისკის მოყვარული და თამამი ინდივიდები უყვარს, კირჩხიბი კი ამის სრული ანტიპოდია. აქედან გამომდინარე, თუ თქვენ ტიპური კირჩხიბი ბრძანდებით წარმატების მისაღწევად მოგიწევთ ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებისგან (ლომი, ვერძი, მშვილდოსანი) ისწავლოთ უფრო მეტი სითამამე და რისკი, როცა საქმე პროფესიულ წინსვლას ეხება. ნუ შეგეშინდებათ იმისაც, თუ ამ წელს მოგიწევთ ახალი სამსახურის ძებნა ან შემოსავლის ალტერნატიული გზების პოვნა. თუკი თავს პესიმიზმის უფლებას ნაკლებად მისცემთ, შესაძლოა სიხალეებმა თქვენ ცხოვრებაში გაცილებით უფრო მეტი პოზიტივი მოიტანოს და ახალი სამუშაო ადგილი, ბევრად უფრო კომფორტული მოგეჩვენოთ.
ლომი
ლომების უმრავლესობისთვის 2014 წელი ერთდროულად საინტერესო და ამავდროულად კრიზისული მოვლენებით აღსავსე ექნება. ეს ის წელია, როცა თქვენში ბრძოლის ჟინი, წინსვლის სურვილი და ნებისმიერ საქმეში მაქსიმუმის მიღების მოთხოვნილება გაიღვიძებს. ამიტომ ბევრი ლომი 2014 წელს საკმაოდ რთულ და ძნელად მისაღწევ მიზნებს შეეჭიდება. თუმცა, რაც შეეხება გამართლების საკითხს, ამ მხრივ მხოლოდ იმ ხალხს გაუმართლებს, ვინც თავის სამომავლო ქმედებას მკაფიოდ და ზუსტად გაწერილი გრაფიკით მიჰყვება. ძვირფასო ლომებო, ნუ აჰყვებით ემოციებს და ეცადეთ საკუთარი საქმიანობა უფრო მეტად ორგანიზებული, დაგეგმილი და გათვლილი გახადოთ. ასე პრობლემებსაც აიცილებთ თავიდან და მიღწეული შედეგიც გაცილებით უფრო გრანდიოზული და რაც მთავარია, თქვენთვის საამაყო იქნება.
ქალწული
ქალწულებს 2014 წელს განსაკუთრებულად აქვთ გამძაფრებული ხასიათში კარიერიზმი. ამიტომ დასახული მიზნისკენ სვლის ტემპს, არაფრის დიდებით არ ანელებენ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები. ცხენის წელი კი მოგეხსენებათ პრინციპულობასა და მიზანსწრაფულობას ძალიან სწყალობს; შესაბამისად, ბევრი ქალწული სწორედ ამ წელს მოახერხებს იმ პროექტების რეალობაში განხორციელებას, რომელთა შესახებაც უკვე დიდი ხანია ფიქრობს და ოცნებობს. იმ ქალწულებს, კი ვინც საკუთარი ბიზნეს-საქმიანობის წამოწყებას გეგმავს, ცხენის წელი საკმაოდ კარგ შანსებს ჰპირდება. თუმცა, საიმისოდ, რომ საკუთარი საქმიანობით მაქსიმალურად იხეირონ, ქალწულებს მოეთხოვებათ ცოტა უფრო მეტი რისკის გაწევა ისწავლონ პროფესიული კუთხით.
სასწორი
სასწორების დიდ ნაწილს 2014 წელში პროფესიული კუთხით საკმაოდ ფართო პერსპექტივა მიეცემა. ეს ის წელია, როცა ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს გარკვეული ამბიციები გაუჩნდებათ კარიერული წინსვლის თვალსაზრისით და რაც ყველაზე მთავარია, ამ ამბიციებს ისინი ხმამაღლაც გაახმოვანებენ. ხოლო იმ სასწორებს, ვინც ჯერ კიდევ ახალ სამუშაო ადგილზე ცდილობს თავის დამკვიდრებას, ცხენის წელში კოლეგების მხრიდან დაფასება და ურთიერთობების დათბობა ელით. გარდა ამისა, 2014 წელს, შესაძლოა, ბევრმა სასწორმა ალტერნატიული შემოსავლის წყაროსაც ოსტატურად მიაგნოს. რაც სამომავლოდ საკმაოდ გაზრდის მათ ბიუჯეტს.
მორიელი
მორიელების დიდი ნაწილისთვის ცხენის წელი ე.წ. "კარტ ბლანშის" მომცემი პერიოდია. ამიტომ ის, თუ რამდენად მიაღწევთ კარიერაში წარმატებას ძვირფასო მორიელებო, მთლიანად თქვენს მონდომებასა და შემართებაზე იქნება დამოკიდებული. ცხენის წელი კი თქვენგან მაქსიმალურ შრომისმოყვარეობას, ენერგიულ ნაბიჯებს, პრინციპულობასა და სამართლიანობას ითხოვს. ამასთან ერთად, აუცილებელია გაითვალისწინოთ ისიც, რომ ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ ცივი გონებით უნდა იქნეს მიღებული თქვენ მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ემოციებს აყოლილმა შესაძლოა გამოუსწორებელი შეცდომები დაუშვათ, რაც თავდაყირა დააყენებს მთელ თქვენს ბიზნესს. განსაკუთრებული ნდობით ნურავის რჩევას ნუ მოეკიდებით ამ წელს, იმიტომ რომ უახლოესი გარემოცვის აზრის გათვალისწინებამაც კი შეიძლება გეგმები საფუძვლიანად აგირიოთ. ენდეთ მხოლოდ საკუთარ ინტუიციას და მაქსიმალურად ეცადეთ იმოქმედოთ დამოუკიდებლად ნებისმიერ სიტუაციაში.
მშვილდოსანი
მშვილდოსნების დიდი ნაწილი, ცხენის წელში საკმაოდ კარგ შანსს მიიღებს კარიერული წინსვლისა და პროფესიული რეალიზაციის კუთხით. თუმცა, ის თუ რამდენად მომგებიანად გამოიყენებენ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ფორტუნას მიერ ბოძებულ სიტუაციას, მხოლოდ და მხოლოდ მათ გამჭრიახობაზე იქნება დამოკიდებული. ცხენი შრომისმოყვარე, დისციპლინირებულ და მიზანსწრაფულ ადამიანებს მფარველობს. მშვილდოსნებს კი დისციპლინასთან ცოტა არ იყოს ნეგატიური დამოკიდებულება გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, ცხენის წელში წარმატება მხოლოდ იმ მშვილდოსნებს ელით, ვისაც საკუთარი საქმიანობის სწორად დაგეგმვა-ორგანიზება არ ეშლება. წლის დასაწყისში მოულოდნელი სამსახურეობრივი მივლინებაც ბევრ პოზიტივს მოუტანს ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს. უფრო მეტიც, შესაძლოა მათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ არაერთი საჭირო და საინტერესო ნაცნობი შეიძინონ ან სულაც ახალ ჰობის ჩაუყარონ საფუძველი, რომელიც სამომავლოდ სერიოზულ საქმიანობაში გადაიზრდება.
თხის რქა
თხის რქების უმრავლესობას ასტროლოგები ურჩევენ წლის პირველი ნახევარი პროფესიულ საქმიანობასთან ერთად, საფუძვლიან დასვენებას, კვების რეჟიმის მოწესრიგებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას დაუთმონ, იმიტომ რომ 2014 წლის მეორე დეკადა საკმაოდ რთული და მოვლენებით აღსავსე ელის იქნება. ეს ის პერიოდია, როცა არჩევანის გაკეთება მოგიწევთ გეგმაზომიერ პროფესიულ წინსვლასა და მომენტალურად მოსულ წარმატებას შორის. ნუ შეგეშინდებათ, აუცილებლად გარისკეთ! ეს ის წელია, რომელიც საშუალებას გაძლევთ რეალური და დიდი ნახტომი გააკეთოთ სამსახურეობრივ კიბეზე. თუმცა, თუკი თქვენთვის ჩვეულ აწონ-დაწონის თეორიას და სიფრთხილეს მიჰყვებით, ამ შანსს ხელიდან მარტივად გაუშვებთ. აქედან გამომდინარე, ცხენის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად სასურველია, თავს რისკის და სპონტანური გადაწყვეტილების მიღების უფლებაც მისცეთ, მით უმეტეს, რომ ეს რისკი აბსოლუტურად გამართლებული და მომგებიანი იქნება.
მერწყული
მერწყულების დიდ ნაწილს, ცხენის წელში არამხოლოდ სამუშაო ადგილის, პროფესიული მოღვაწეობის სფეროს შეცვლაც კი ელოდება. თუმცა, წლის დასაწყისში მიღებულ "მაცდურ" წინადადებებს თუ მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდებით და გადაწყვეტილებას ხანგრძლივი ანალიზის შედეგად მიიღებთ, ურიგო ნამდვილად არ იქნება. 2014 წელს ბევრი მერწყულის ცხოვრებაში გააქტიურდება სხვადასხვა სახის ბიუროკრატიული პრობლემები, ამიტომ სასურველია თუ თადარიგს მსგავსი სიტუაციების მოსაგვარებლად დროულად დაიჭერთ. მაქსიმალურად აკონტროლეთ ასევე საქმიანი დოკუმენტაცია და ოფიციალური მიწერ-მოწერა. იმიტომ რომ ერთი შეხედვით უმნიშვნელო შეცდომამ ამ მხრივ, შესაძლოა სამომავლოდ სერიოზული გაუგებრობები გამოიწვიოს!
თევზები
თევზების ზოდიაქოს წარმომადგენლებს, 2014 წელი ყველაზე სტაბილურ პერიოდს ჰპირდება. ბევრი თევზის ცხოვრებაში, შესაძლოა სწორედ ახლა დადგეს სიმშვიდისა და საკუთარი ქმედებების გაანალიზების დრო. გარდა ამისა, სამსახური რომელიც უკვე გაგაჩნიათ წლევანდე წელს განსაკუთრებულ სიამოვნებას მოგანიჭებთ ძვირფასო თევზებო. თუმცა, მათ, ვინც დიდი ხანია საკუთარი საქმის წამოწყების სურვილით იწვის, შეუძლია ზუსტად ცხენის წელში ჩაუყაროს საფუძველი ახალ ბიზნესს. ეს ის წელია, როცა მოვლენები თქვენთვის მომგებიანად და რაც მთავარია, პოზიტიური კუთხით განვითარდება. ერთადერთი რამ კი რაც უნდა გაითვალისწინოთ ასეთ სიტუაციაში, არის ის რომ მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდოთ იურიდიულ საკითხებს.