21 იანვრის ღამეს ,,სისხლიანი მთვარე" გამოჩნდება ცაზე: რას მოასწავებს? როგორ უნდა მოვიქცეთ?

21 იანვრის ღამეს ,,სისხლიანი მთვარე" გამოჩნდება ცაზე: რას მოასწავებს? როგორ უნდა მოვიქცეთ?

გერმანიის ცაზე მისი დანახვა გამთენიისას, 5-ის ნახევარზე შეგიძლიათ. ამ დროს მთვარე შემოდის დედამიწის ჩრდილში. სრული ეკლიფსი დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში 5:41-დან 06:43-მდე გრძელდება. მაქსიმალურ დაბნელებას 06:12-ზე უნდა ველოდოთ. მთვარე დედამიწის ჩრდილს მზის ამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე დატოვებს და დაიმალება.

ოპტიკური ილუზიის გამო ის ჩვეულებრივზე დიდი გამოჩნდება და მოგვეჩვენება, თითქოს, მოგვიახლოვდა.

საქართველოს ცაზე მთვარის სრული დაბნელება არ გამოჩნდება, თუმცა ჩვენ დაბნელების დასაწყისს ვიხილავთ და შეგვიძლია, ნაწილობრივი მისი ცქერით მაინც დავტკბეთ. ეს უკანასკნელი კი 21 იანვარს, თბილისის დროით 07:34-ზე დაიწყება და ცას ერთი საათის განმავლობაში სისხლიანი მთვარე გაანათებს. ცხადია, მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც იქნება შესაძლებელი, თუმცა პატარა ტელესკოპი ან დურბინდი სანახაობას კიდევ უფრო თვალწარმტაცს გახდის.

წყარო dw.com

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"