ავტორი:

4 ნიშანი, რომელსაც ახალი წლის დადგომამდე გაუმართლებს

4 ნიშანი, რომელსაც ახალი წლის დადგომამდე გაუმართლებს

მოულოდნელი მოვლენებით დატვირთული 2022 წელი დასასრულს უახლოვდება. საინტერესოა, რა მოხდება წლის ბოლოს და ზოდიაქოს ნიშნებიდან ვის გაუმართლებს ყველაზე მეტად?

პლანეტა მერკური 29 დეკემბრიდან რეტროგრადულ სვლაში გადავა. მანამდე ყველა სფეროში სტაბილურობა გველოდება და უფრო მეტიც, გააქტიურდება კონტაქტები, მიმოსვლა. ყველაზე მეტად ეს თემები შეეხებათ ტყუპს, ქალწულსა და მერწყულს.

პლანეტა ვენერა სასწორს, კუროსა და თევზებს ჰპირდება, რომ გაუუმჯობესდებათ განწყობა, მოუნდებათ შემოქმედებითი იდეების განხორციელება. 10 დეკემბერს კი სიყვარულის პლანეტა ვენერა თხის რქის ზოდიაქოს ესტუმრება და მასპინძელს ფლირტს, რომანტიკულ შეხვედრებს და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ჰპირდება.

პლანეტა მარსი 30 დეკემბრიდან ტყუპის ნიშანში რეტროგრადულია. სიფრთხილე და დაკვირვება მართებთ მორიელებსა და თხის რქებს, უნდა შეამციროთ აგრესიულობა. აი, კუროს, კირჩხიბსა და სასწორს კი დაწყებული საქმეების დასრულებისკენ მოუწოდებს.

წლის ბოლოსკენ რეტროგრადულ სვლაში განაგრძობს მოძრაობას ურანი. მორიელებს, თხის რქებსა და მერწყულებს აფრთხილებს, რომ მეტად გამოავლინონ დაკვირვებულობა და შეამცირონ ნერვიულობა, ნუ აჰყვებით ემოციებს.

20 დეკემბრიდან დიდი ბედნიერების პლანეტა იუპიტერი ვერძს ესტუმრება. ვერძიებს გაუმართლებთ, მიაღწევენ აღიარებსა და დაფასებას. გარდა ამისა, იოლად მოაგვარებენ იურიდიულ საკითხებს.

დაბოლოს, ვის გაუმართლებს ყველაზე მეტად 2022 წლის ბოლოს? კუროს, სასწორს, მერწყულსა და თევზებს. თქვენ სხვებზე მეტ სიკეთეს მიიღებთ პლანეტებისგან. ეცადეთ, მეტი დრო და ენერგია დაუთმოთ დაწყებული საქმეების დასრულებას. ახლობლებსა და მეგობრებს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით და რაც მთვარია, მოიცალეთ ახალი, შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.