ახალ წლამდე სულ ცოტა დრო რჩება, მაგრამ ზოდიაქოს ეს 5 ნიშანი ჯადოსნურ დღესასწაულს დაწყვილებული შეხვდება.
კურო
მოემზადეთ რომანტიკული შეხვედრისთვის; იყავით მზად ახალი ურთიერთობის დასაწყებად და რომანტიკული თავგადასავლისთვის. თუ წარსულში არ გაგიმართლათ, არ ნიშნავს, რომ ხელი უნდა ჩაიქნიოთ და ცხოვრება მარტომ გააგრძელოთ. სამყარო ისეთ სიყვარულს გიგზავნით, როგორზეც ოცნებობდით.
სასწორი
დეკემბრის დასაწყისში მოულოდნელი შეხვედრა დაუვიწყარ სიყვარულში გადაიზრდება. შეიძლება ამ ადამიანს იცნობთ კიდეც, მაგრამ ახლა სულ სხვა თვალით შეხედავთ. ეს იქნება ის ურთიერთობა, რომელზეც ოცნებობდით. თქვენი მეწყვილე იუმორის გრძნობითაც იქნება დაჯილდოებული და რომანტიკული სიურპრიზებითაც გაგანებივრებთ.
მშვილდოსანი
რომანტიკული შეხვედრა მოსალოდნელია ონლაინაც და რეალურ ცხოვრებაში. მთავარია, თავად მოინდომოთ, რომ გვერდით საყვარელი ადამიანი გყავდეთ. ნუ გაეკიდებით ყოფილს, წარსულში დატოვეთ ეგ ურთიერთობა და ახალი გრძნობებისთვის მოემზადეთ, ნუ შეგეშინდებათ იმედგაცრუება არ გელოდებათ.
თხის რქა
წლის ბოლო ის დროა, როცა თქვენნაირმა შრომისმოყვარემ საქმეები უნდა დაასრულოს და პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად მოემზადოს. თხის რქებო, გილოცავთ, ვარსკვლავები რომანტიკულ სიურპრიზს გიმზადებენ. ხშირად გაიღიმეთ და რაც მთავარია, გაუღეთ გულის კარი საინტერესო ადამიანს და ნუ იქნებით მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი.
მერწყული
ვინ თქვა, რომ მერწყულებმა სიყვარული არ იციან?.. სხვათა შორის, მერწყული ყველაზე მეგობრული ნიშანია და სწორედ მეგობრობით დაწყებული ურთიერთობა გადაგეზრდებათ სასიყვარულოში. თქვენ ექსცენტრიკული ადამიანი ხართ, რითაც იპყრობთ გარშემო მყოფების ყურადღებას და იმ ადამიანსაც დააინტერესებთ, ვინც გაგაბედნიერებთ და ვისთან ერთადაც დაუვიწყარი სასიყვარულო შთაბეჭდილებები გელოდებათ.