წარსულში მიღებული გამოცდილება დაგეხმარებათ, ფული ზომიერად ხარჯოთ და აგვისტოში ახალ პროექტებშიც ჩაერთოთ. ახლა ხარჯვის კი არა, დაგროვების დროა. ფულსა და სამსახურის საქმეების გარდა ამქვეყნად სხვა ბევრი საკითხიც საჭიროებს თქვენს ყურადღებას, თუნდაც საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დარეგულირება. ეცადეთ, საკუთარი პრეტენზიები დაქვემდებარებულებსა და ნათესავებს ნაკლებად მოახვიოთ თავს. იყავით დიპლომატიური, რათა უმნიშვნელო წვრილმანის გამო არ გაიფუჭოთ მათთან დამოკიდებულება. ზოგიერთმა შეიძლება ფულის დაბანდება უძრავ ქონებაში ან ანტიკვარიატში გადაწყვიტოს.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
გააქტიურდება ფინანსების თემა. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ, ის სწორად გიკარნახებთ, სად უნდა დააბანდოთ ფული და სად უნდა შეიკაოთ თავი. გააქტიურდით საკუთარი ბიზნესის გასაუმჯობესებლად. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან, განსაკუთრებით, ვისთანაც საქმიანობის გაგრძელებას აპირებთ. იყავით დაკვირვებული მუშაობისას. გაიაზრეთ ყოველი დეტალი, სავარაუდო შედეგები. კარგად შესრულები საქმე თვითრწმენას და კოლეგების პატივისცემას მოგიმატებთ.
ფული და სიყვარული
თავადაც შეამჩნევდით, რომ ივლისის ბოლოდან გაგიუმჯობესდათ განწყობა. ღიმილისა და ფლირტის განწყობაზე დადგებით. ზოგიერთი იმიჯის შეცვლას გადაწყვეტს, რაც სასიამოვნოდ აისახება თქვენს გარეგნობაზე და საწინააღმდეგო სქესის ყურადღებასაც დაიმსახურეთ. ზოგიერთს შეიძლება არჩევანის გაკეთება გაუჭირდეს და ერთდროულად რამდენიმე რომანიც კი გააბას. ზოგიერთს კი რომანტიკული თავგადასავალი მხოლოდ იმისთვის დასჭირდება, რომ საკუთარი თავი სასურველად იგრძნოს. რაც შეეხება ფინანსებს, ნელ-ნელა გაგიუმჯობესდებათ. ახალი ხელშეკრულებების გაფორმებით შემოსავალი მოგემატებათ.
ჯანმრთელობა
მიზანმიმართული იქნებით კარიერასა და წარმატებაზე. თუ გააზრებულად და დაკვირვებულად იმოქმედებთ, ადვილად გაუმკლავდებით კონკურენტებს. კარგად გამოგივათ ყველა საქმე, რასაც ხელს მოკიდებთ. ეცადეთ, ტყუილს საქმეზე არ გახარჯოთ თქვენი ენერგია, არ ინერვიულოთ წვილმანებზე და ყველაფერი გულთან ახლოს არ მიიტანოთ. ეს ყველაფერი იმისთვის, თავის ტკივილი რომ აირიდოთ. თავად საშიში არაფერი გელით, იზრუნეთ უფროსი თაობის ჯანმრთელობაზე.
ქალებისთვის
საქმიანი და პირადი შეხვედრების თვე დაგიდგათ. დიპლომატიურად განიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. დაუმეგობრდით ახალ პარტნიორებს. ეცადეთ, მათთან მუშაობისთ საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ, ძველ პარტნიორებს კი საკუთარ შესაძლებლობები შეახსენოთ. ზოგიერთი აქტიურად იქნებით ჩართული ახლობლების საქმეების მოგვარებაში. ეცადეთ, მათ უანგაროდ დაეხმაროთ. აგვისტოს ბოლოს საინტერესო ამბავს გაიგებთ ან შეხვდებით ადამიანებს, ვისი ნახვაც ძალიან გაგახარებთ.
მამაკაცებისთვის
საინტერესო თვე დაგიდგათ. აქტიურად და დაკვირვებულად უნდა იმოქმედოთ. ხანდახან საკუთარი თავის გარდა სხვებზეც მოგიწევთ პასუხისმგებლობის აღება. ხანდახან შეიძლება გეგმების შეცვლამ მოგიწიოთ. შეხვდებით საინტერესო ადამიანებს, მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებებს. მოთმინებით აღიჭურვეთ, როცა საქმე ახლობლებს შეეხება; ნუ ეჩხუბებით მათ წვრილმანების გამო, მოერიდეთ უსიამოვნო თემებზე საუბარს. კარგი თვეა, დასვენების, მიმოსვლებისა და გარემოს შეცვლისთვის.