ასტროლოგია და ასაკობრივი კრიზისი ბავშვებში

 ასტროლოგია და  ასაკობრივი კრიზისი ბავშვებში

ჩვენში არსებული ათასგვარი სახის ფობია და შიში, რომელიც ქვეცნობიერის ფსკერზე ილექება და სამომავლოდ არაერთი სერიოზული პრობლემის შექმნა შეუძლია ცხოვრებაში. ამიტომ როცა ბავშვის რუკას განვიხილავთ, აუცილებელია მასში დაბადების მომენტიდან ჩადებული პოტენციალის გააზრება და გათვალისწინება, საიმისოდ რომ მშობელმა რომელიც მისი შვილის ხასიათის თავისებურებების შესახებ იქნება ინფორმირებული, სწორად დაგეგმოს მისი მომავალი. დაეხმაროს ამ უკანასკნელს სირთულეების დაძლევაში, ხოლო დადებითი თვისებები და ნიჭი უფრო მეტად განუვითაროს.

ასტროლოგები ბავშვობის ასაკისთვის დამახასიათებელ რამდენიმე კრიზისულ პერიოდს გამოყოფენ:

ერთი წლის ასაკში – ხდება მზისა და მერკურის პირველი დაბრუნება, ამ პერიოდში სწავლობს ბავშვი სხვებთან კომუნიკაციას, ნდობას. ამ დროს ყალიბდება ასევე, საბაზისო ნდობა ზოგადად სამყაროს მიმართ. ამიტომ ამ პერიოდში მისთვის ჯეროვანი ყურადღების მიქცევის გარეშე, მასში შეიძლება სამყაროს მიმართ ჩაკეტილობის სინდრომი ჩამოყალიბდეს რაც მთელი ცხოვრება გაჰყვება.

ორი წლის ასაკში – ხდება მარსის პირველი და ვენერას მეორე დაბრუნება, ამ დროს სწავლობს ბავშვი პირადი ჰიგიენის დაცვას. ყოველდღიური მოხმარების საგნებით სწორად სარგებლობას. ჭამის კულტურას (მეორე სახლს ხომ კურო განაგებს), ამიტომ ამ პერიოდში იგი ვენერას თვისებებზე უნდა გავაძლიეროთ.

სამი წლის ასაკში – ჩვენი პატარა თვითდამკვიდრებისთვის პირველ ნაბიჯებს დგამს ოჯახში ან თანატოლებს შორის. ამიტომ მასში მერკურის ფუნქციები უნდა გავაძლიეროთ, მესამე სახლის მმართველი ხომ მერკურია. შესაბამისად, ხელი უნდა შევუწყოთ ბავშვს საკუთარი ინდივიდუალიზმის გამოხატვაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს სწორედ ის ასაკია, როცა პატარას ცნობიერებაში უმთავრესი სახსარი ყალიბდება, რის ხარჯზეც იგი სამომავლოდ მოახდენს საკუთარი პიროვნების შენებას. ამიტომ ის თუ რამდენად საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი გაიზრდება, სწორედ სამი წლის ასაკიდან იღებს სათავეს.

ასტროლოგიურად სწორედ ამ ასაკში ხდება ნეგატიური ასპექტის – ნათალური და ტრანზიტული იუპიტერის კვადრატურის შექმნა, ნახევარკვადრატი სატურნთან და მზის მესამე დაბრუნება.

ექვსი-შვიდი წლის ასაკი – ძირითადად სასკოლო პერიოდს უკავშირდება. რაც ბავშვისთვის გარკვეულ შეზღუდვებთან ასოცირდება. აქამდე თუ იგი გაცილებით უფრო თავისუფლად გრძნობდა თავს, ამიერიდან მას გარკვეული პასუხისმგებლობები დააწვება სწავლა-განათლების სახით. სწორედ ამ პერიოდში ხდება ბავშვის ცნობიერებაში საკუთარი სქესის მკვეთრი იდენტიფიკაცია და იგი სოციალიზაციის პირველ ნაბიჯებს დგამს. ამიტომ, ასეთ დროს აუცილებელია მასში დიპლომატია, პასუხისმგებლობის გრძნობა და საკუთარი თავის რწმენა განვავითაროთ ანუ მეექვსე-მეშვიდე სახლების ფუნქცია. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ბავშვმა შესაძლოა ვერასოდეს იგრძნოს თავი სოციუმის სრულფასოვან წევრად.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"