უძველესი გამოცდილება, ამ მხრივაც საინტერესო გათვლებს გვთავაზობს. როგორც აღმოჩნდა, ჩვენი დაბადების ციფრი ხშირად ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა სახის დაავადებებისკენაა მიდრეკილი ჩვენი ორგანიზმი.
ადამიანები, ვისი დაბადების თარიღიც უკავშირდება სამიანს. კერძოდ – 3, 12, 21 და 30 რიცხვში დაბადებულები მიდრეკილნი არიან ნერვული სისტემის სისუსტისაკენ. მათ აწუხებთ სხვადასხვა სახის ნერვოზული დაავადებები, რისი მიზეზიც გადაძაბვა, ცხოვრების ზედმეტად აქტიური წესი და მუდმივი სტრესია. ასეთი ხალხი ტიპური "ვორკოჰოლიკების" კატეგორიას მიეკუთვნება და იშვიათად იბრალებს საკუთარ თავს, როცა საქმე სამუშაოს ეხება. შესაბამისად, ჯანმრთელობის პრობლემებიც მათთვის,ზუსტად ამ კუთხით მოდის. მათი უმრავლესობა გარდა ნერვული სისტემის სისუსტისა, ასევე მიდრეკილია კანის ალერგიული დაავადებებისკენ.
ასეთმა ადამიანებმა რაციონი უნდა გაამდიდრონ: ჭარხლით, კენკროვანი ხილის ნაირსახეობით, მარწყვით, ვაშლით, ატმით, მუსკატის კაკლითა და ნუშით.
ჯანმრთელობისთვის კრიტიკული თვეებია – დეკემბერი, თებერვალი, ივლისი და სექტემბერი.