ე.წ. "სამეფო" თვის სიმბოლიკითაც ხასიათდება. ივლისის თავდაპირველ სახელწოდებად, ქუინტილუს Quintilis (ლათ. quintus — «ხუთი») იყო მიჩნეული. თუმცა უკვე ჩვ. წელთაღრიცხვამდე 45 წელს, ოქტავიანე ავგუსტუსის ინიციატივით ამ თვეს სახელი შეეცვალა და იწოდა ივლისად, ოქტავიანეს წინამორბედის – რომის იმპერატორ იულიუს ცეზარის პატივსაცემად, რომელიც სწორედ ამ თვეში გახლდათ დაბადებული. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ივლისი ორ ზოდიაქოს ნიშანს კირჩხიბსა და ლომს აერთიანებს, ორივე მათგანი კი თავის მხრივ სრულად ამართლებს ივლისის პერსონიფიკაციას – კირჩხიბი თავისი სულიერი სითბოთი და ემოციურობით, ლომი კი დიდსულოვნებითა და მეფური ხასიათით.
დაბადებული 10 ივლისს
10 ივლისს დაბადებული ადამიანები, უზომო მოთმინების უნარით და დაკვირვებულობით გამოირჩევიან. მართალია მათ მოსწონთ აქტიური სოციალური ცხოვრება, მაგრამ ხშირად განმარტოებისკენ მიდრეკილებაც გააჩნიათ. ასეთ დროს მათ ოჯახის და საყვარელი ადამიანების გვერდში დგომა ესაჭიროებათ, რადგან მათთან ურთიერთობით ინაზღაურებენ ისინი დახარჯულ ძალებს.