(ლათ. novem — ცხრა). ქართული წარმართული კალენდრის — ტირისკონის მიხედვით ნოემბერს ყველაზე გავრცელებულ სახლეწოდებასთან – გიორგობისთვესთან ერთად, სხვაგვარად ჭინკობისთვედაც მოიხსენიებდნენ. ასტროლოგიური კუთხით ნოემბერი ორ აბსოლუტურად განსხვავებულ ნიშანს აერთიანებს: ვნებიან, ექსპანსიურ, ღრმად ემოციურ მორიელსა და იდეალისტ, მაწანწალა, მხიარულ მშვილდოსანს, რომელიც კენტავრის გაორებული ბუნების გამო ხშირად იცვლის მიზნებს და შეხედულებებს, რაც არამც და არამც არ ახასიათებს მიზანმიმართულ და პრინციპულ მორიელს.
დაბადებულ 10 ნოემბერს
10 ნოემბერს დაბადბეული ადამიანები, ბუნებით დინჯი და დაკვირვებული ინდივიდები არიან. მათი უმრავლესობა საკმაოდ ნელა, მაგრამ პროგრესულად ვითარდება, როგორც მენტალური ისე ფიზიკური (ჯანმრთელობის) კუთხით, ამიტომ ამ ხალხს ყოველთვის სჭირდება სწორი კვება და ცხოვრების სწორი გრაფიკი საიმისოდ, რომ სამომავლოდ წარმატებას მიაღწიონ ცხოვრებაში.