. მისი პროტოტიპი ბერძნულ მითოლოგიაშიც გვხვდება ქალღმერთი ჰერას სახით. ასტროლოგიურად კი იუნონა პარტნიორული ურთიერთობების რაგვარობას განაგებს. მისი ტრანზიტები მიანიშნებს ქორწინების, განქორწინების ალბათობას ან ოჯახური სიტუაციის მოსალოდნელ ცვლილებებს. იუნონას მფარველობაში მყოფი ივნისის თვე კი, ორ საკმაოდ განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს. მოუსვენარ, კომუნიკაბელურ, ცნობისმოყვარე და ცოტა არ იყოს ზედაპირულ ტყუპს და ფრთხილ, ბუტია, უზომოდ სენსიტიურ კირჩხიბს.
დაბადებული 11 ივნისს
11 ივნისს დაბადებული ადამიანები, უზომოდ პრინციპულები და მიზანმიმართულები არიან. ამიტომ მათზე ზემოქმედების მოხდენის მცდელობას, გადარწმუნების ან გზიდან გადახვევის მიზნით აზრი არ აქვს. თუმცა სწორედ ამგვარი სიჯიუტეა მიზეზი იმისა, რომ ამ ადამიანებს ხშირად უწევთ კონფლიქტი მათსავით ჯიუტ და ძალაუფლების მოყვარულ ხალხთან.