ბერძნებში. ასტროლოგიურად კი მაისი, ორ რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს: კუროსა და ტყუპს აერთიანებს. აქედან გამომდინარე ამ თვეში დაბადებული ადამიანები, ერთდროულად არიან ცვალებადებიც და პრინციპულებიც, კონსერვატორებიც და ნოვატორებიც. და რაც მთავარია, ნებისმიერი მაისის ადამიანი ასხივებს ძლიერ სასიცოცხლო ენერგეტიკას და უშრეტ ოპტიმიზმს, რაც ზუსტად შეესიტყვება ამ თვეს. მაისი ხომ სიცოცხლის გამოღვიძების, ახლის საწყისის და აღორძინების სიმბოლოა.
დაბადებული 11 მაისს
11 მაისს დაბადებული ადამიანები, გამომგონებლური ნიჭით და კრეატიული აზროვნებით არიან დაჯილდოვებულნი. თუმცა, ისეც ხდება, რომ ისინი საკუთარი ტალანტის გამოსავლენად არაფერს აკეთებენ და პასიურობა ურჩევნიათ, აქტიურ ქმედებებს მიზნის მისაღწევად. თუკი ისინი შეძლებენ, საკუთარ თავში ამ თვისების დაძლევას, მათ მართლაც რომ კოლოსალური წარმატება ელოდებათ ცხოვრებაში.