(ლათ. novem — ცხრა). ქართული წარმართული კალენდრის — ტირისკონის მიხედვით ნოემბერს ყველაზე გავრცელებულ სახლეწოდებასთან – გიორგობისთვესთან ერთად, სხვაგვარად ჭინკობისთვედაც მოიხსენიებდნენ. ასტროლოგიური კუთხით ნოემბერი ორ აბსოლუტურად განსხვავებულ ნიშანს აერთიანებს: ვნებიან, ექსპანსიურ, ღრმად ემოციურ მორიელსა და იდეალისტ, მაწანწალა, მხიარულ მშვილდოსანს, რომელიც კენტავრის გაორებული ბუნების გამო ხშირად იცვლის მიზნებს და შეხედულებებს, რაც არამც და არამც არ ახასიათებს მიზანმიმართულ და პრინციპულ მორიელს.
დაბადებული 11 ნოემბერს
11 ნოემბერს დაბადებული ადამიანები, ორგანიზატორული ნიჭით და მართვის უნარით არიან დაჯილდოებულნი. მათთვის ძალიან ადვილად მოსარგებია ხელმძღვანელის როლი, გამომდინარე იქედან, რომ შინაგან დისციპლინირებულობასთან ერთად ისინი, ბუნებით მზრუნველები და ყურადღებიანებიც არიან. რაც საბოლოო ჯამში მათ სოციუმისთვის მისაღებ და პატივსაცემ პიროვნებად აყალიბებს.