(ლათ. novem — ცხრა). ქართული წარმართული კალენდრის — ტირისკონის მიხედვით ნოემბერს ყველაზე გავრცელებულ სახლეწოდებასთან – გიორგობისთვესთან ერთად, სხვაგვარად ჭინკობისთვედაც მოიხსენიებდნენ. ასტროლოგიური კუთხით ნოემბერი ორ აბსოლუტურად განსხვავებულ ნიშანს აერთიანებს: ვნებიან, ექსპანსიურ, ღრმად ემოციურ მორიელსა და იდეალისტ, მაწანწალა, მხიარულ მშვილდოსანს, რომელიც კენტავრის გაორებული ბუნების გამო ხშირად იცვლის მიზნებს და შეხედულებებს, რაც არამც და არამც არ ახასიათებს მიზანმიმართულ და პრინციპულ მორიელს.
დაბადებული 12 ნოემბერს
12 ნოემბერს დაბადებული ადამიანები, ძალზე ხშირად არიან დაჯილდოებულნი რაიმე განსაკუთრებული ნიჭით. იქნება ეს ლიტერატურა, ეზოთერიკა, მუსიკა, მხატვრობა თუ სამსახიობო ხელოვნება. ისინი ყოველთვის ახერხებენ გამოერჩნენ სხვებისგან და საზოგადოება აალაპარაკონ საკუთარი შესაძლებლობებით. თუმცა, მათ მოეთხოვებათ აკონტროლონ ეგოიზმის დონე ხასიათში, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ შესაძლოა საზოგადოება აგრესიით განიმსჭვალოს.