იგი გარკვეულწილად შემაჯამებელი თვეა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გადავხედოთ მთელი წლის მანძილზე განვითარებულ მოვლენებს და დასკვნები სწორად გამოვიტანოთ, საიმისოდ, რომ მომდევნო წელი გაცილებით უფრო წარმატებული იყოს ჩვენთვის. დეკემბერი ქართული წარმართული კალენდრით — ტირისდენი, ქრისტიანობიდან მომდინარე ხალხური სახელწოდება — ქრისტეშობისთვეა. ასტროლგიურად ეს თვე ორ, რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს – თავქარიან, ოპტიმისტ, მაწანწალა მშვილდოსანსა და ფრთხილ, დაკვირვებულ, კონსერვატორ თხის რქას აერთიანებს. რომელთათვისაც საერთო ხასიათის თვისება, მიზანსწრაფულობა შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა მიზნისკენ სავალი გზები და მეთოდები ორივესთვის სხვადასხვაა.
დაბადებული 14 დეკემბერს
14 დეკემბერს დაბადებული ადამიანები, ხშირ შემთხვევაში კარგი ვიზუალური მონაცემებითა და ქარიზმით არიან გამორჩეულნი სხვებისგან. მათ მოსწონთ საკუთარი გარეგნობის მეშვეობით ყურადღების ცენტრში ყოფნა და ოსტატურად ახერხებენ ამ გზით პოპულარობის მოპოვებას. თუმცა, თვისება, ემოციები აკონტროლონ და მაქსიმალურად შეიკავონ თავი მათი აშკარა გამოხატვისგან, ხშირად ხდება ამ ხალხისთვის ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების გაჩენის მიზეზი.