. მისი პროტოტიპი ბერძნულ მითოლოგიაშიც გვხვდება ქალღმერთი ჰერას სახით. ასტროლოგიურად კი იუნონა პარტნიორული ურთიერთობების რაგვარობას განაგებს. მისი ტრანზიტები მიანიშნებს ქორწინების, განქორწინების ალბათობას ან ოჯახური სიტუაციის მოსალოდნელ ცვლილებებს. იუნონას მფარველობაში მყოფი ივნისის თვე კი, ორ საკმაოდ განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს. მოუსვენარ, კომუნიკაბელურ, ცნობისმოყვარე და ცოტა არ იყოს ზედაპირულ ტყუპს და ფრთხილ, ბუტია, უზომოდ სენსიტიურ კირჩხიბს.
დაბადებული 14 ივნისს
14 ივნისს დაბადებული ადამიანები, სიმამაცითა და ოპონირების გასაოცარი უნარით არიან გამორჩეულნი. მათი უმრავლესობა თავგამოდებით იბრძვის საკუთარი იდეებისა და შეხედულებების დასაცავად, მაშინაც კი როცა გამარჯვების შანსები საკმაოდ მცირეა. ამბიციური ხასიათის გამო კი ისინი, არცთუ იშვიათად იძენენ მტრებსა და არაკეთილისმსურველებს.