ბერძნებში. ასტროლოგიურად კი მაისი, ორ რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს: კუროსა და ტყუპს აერთიანებს. აქედან გამომდინარე ამ თვეში დაბადებული ადამიანები, ერთდროულად არიან ცვალებადებიც და პრინციპულებიც, კონსერვატორებიც და ნოვატორებიც. და რაც მთავარია, ნებისმიერი მაისის ადამიანი ასხივებს ძლიერ სასიცოცხლო ენერგეტიკას და უშრეტ ოპტიმიზმს, რაც ზუსტად შეესიტყვება ამ თვეს. მაისი ხომ სიცოცხლის გამოღვიძების, ახლის საწყისის და აღორძინების სიმბოლოა.
დაბადებული 14 მაისს
14 მაისს დაბადებული ადამიანები, კარგი ექსტრასენსორული თვისებებით და წინასწარ ჭვრეტის ნიჭით გამოირჩევიან სხვებისგან. ისინი გამუდმებით ცდილობენ, როგორც საკუთარი თავი ისე, გარემომცველი სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ. თუმცა იდეალურობისკენ სწრაფვა ზოგჯერ მათ საკმაოდ ძვირი უჯდებათ. რასაც ჯანმრთელობის გაუარესება და სტრესი მოსდევს თან.