ბერძნებში. ასტროლოგიურად კი მაისი, ორ რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს: კუროსა და ტყუპს აერთიანებს. აქედან გამომდინარე ამ თვეში დაბადებული ადამიანები, ერთდროულად არიან ცვალებადებიც და პრინციპულებიც, კონსერვატორებიც და ნოვატორებიც. და რაც მთავარია, ნებისმიერი მაისის ადამიანი ასხივებს ძლიერ სასიცოცხლო ენერგეტიკას და უშრეტ ოპტიმიზმს, რაც ზუსტად შეესიტყვება ამ თვეს. მაისი ხომ სიცოცხლის გამოღვიძების, ახლის საწყისის და აღორძინების სიმბოლოა.
დაბადებული 16 მაისს
16 მაისს დაბადებული ადამიანები, ცვალებადი და თავისუფლებისმოყვარე ნატურები არიან. მათ უყვართ პასუხისმგებლობების გარეშე ცხოვრება და მუდამ იმას ცდილობენ, ზედმეტი დაპირებები არ მისცენ ვინმეს. ისინი კომუნიკაბელურები და მხიარულები არიან, ამიტომ ბევრი მეგობარი ახვევიათ მუდამ გარს. თუმცა მიდრეკილება ცვალებადობისკენ არცთუ იშვიათად უფუჭებთ ურთიერთობას გარშემომყოფებთან.