დაბადებული 18 ივლისს

დაბადებული 18 ივლისს

ე.წ. "სამეფო" თვის სიმბოლიკითაც ხასიათდება. ივლისის თავდაპირველ სახელწოდებად, ქუინტილუს Quintilis (ლათ. quintus — «ხუთი») იყო მიჩნეული. თუმცა უკვე ჩვ. წელთაღრიცხვამდე 45 წელს, ოქტავიანე ავგუსტუსის ინიციატივით ამ თვეს სახელი შეეცვალა და იწოდა ივლისად, ოქტავიანეს წინამორბედის – რომის იმპერატორ იულიუს ცეზარის პატივსაცემად, რომელიც სწორედ ამ თვეში გახლდათ დაბადებული. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ივლისი ორ ზოდიაქოს ნიშანს კირჩხიბსა და ლომს აერთიანებს, ორივე მათგანი კი თავის მხრივ სრულად ამართლებს ივლისის პერსონიფიკაციას – კირჩხიბი თავისი სულიერი სითბოთი და ემოციურობით, ლომი კი დიდსულოვნებითა და მეფური ხასიათით.

დაბადებული 18 ივლისს

18 ივლისს დაბადებული ადამიანები, ლიდერულ თვისებებს და მყარ მორალურ პრინციპებს ფლობენ. მათ აქვთ ფსიქოლოგიური ძალა და მაგნეტიზმი, რომლის მეშვეობითაც კარგად ახერხებენ სოციუმზე ზემოქმედებას. ხშირად უყვართ სხვადასხვა დაჯგუფების, კოლექტივის მეთაურობა და მათი სახელით გამოსვლა, რაც შესანიშნავად გამოსდით. მთავარია, მოერიდონ გადამეტებულ კრიტიკას და სიხისტეს, როცა ცდილობენ აუდიტორია დაარწმუნონ საკუთარ სიმართლეში.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"