(ლათ. novem — ცხრა). ქართული წარმართული კალენდრის — ტირისკონის მიხედვით ნოემბერს ყველაზე გავრცელებულ სახლეწოდებასთან – გიორგობისთვესთან ერთად, სხვაგვარად ჭინკობისთვედაც მოიხსენიებდნენ. ასტროლოგიური კუთხით ნოემბერი ორ აბსოლუტურად განსხვავებულ ნიშანს აერთიანებს: ვნებიან, ექსპანსიურ, ღრმად ემოციურ მორიელსა და იდეალისტ, მაწანწალა, მხიარულ მშვილდოსანს, რომელიც კენტავრის გაორებული ბუნების გამო ხშირად იცვლის მიზნებს და შეხედულებებს, რაც არამც და არამც არ ახასიათებს მიზანმიმართულ და პრინციპულ მორიელს.
დაბადებული 20 ნოემბერს
20 ნოემბერს დაბადებული ადამიანები, ბუნებით იდეალისტები და მეოცნებეები არიან. მათ ახასიათებთ გარკვეული ინფანტილიზმი, რის გამოც საკუთარ იდეალებს ხშირად ბრმად მიჰყვებიან, ყოველგვარი წინდახედულების გარეშე. თუმცა, სასურველია ამ ხალხმა, ხასიათში მეტი პრინციპულობა და რეალისტური ხედვის უნარი გამოიმუშაოს, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მათ არაერთგზის ემუქრებათ მწარე იმედგაცრუება.