იანვარი და თებერვალი კალენდრის ბოლო დამატებული თვეებია, ვინაიდან რომაელები ზამთარს თვლიდნენ პერიოდად თვეების გარეშე. თებერვლის ძველქართული სახელწოდებაა სურწყუნისი.
თებერვლის ზოდიაქოს ნიშნებია მერწყული და თევზები. მათ შორის მსგავსება კარგი ინტუიცია და მდიდარი ფანტაზიის უნარია. თუმცაღა ეს ორი, ემოციური დონით აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მერწყულს ზედაპირულობა ახასიათებს, მაშინ როცა თევზები ღრმად ემოციური და უზომოდ განცდიანი ნიშანია.
დაბადებული 20 თებერვალს
20 თებერვალს დაბადებული ადამიანები, ბუნებით უზომოდ ემოციურები და გულმოწყალეები არიან. მათ უმრავლესობას აქვს დაუძლეველი სწრაფვა იმისკენ, რომ საზოგადოებაზე მოახდინოს წარმოდგენა იქნება ეს ჩაცმის სტილი, ნიჭის დემონსტრირება თუ ერუდიციის დონე. თუმცაღა მიუხედავად საკუთარი განსწავლულობისა და პროფესიონალიზმისა, ისინი მაინც ექცევიან სხვების გავლენაში რაც ხშირად ხდება ამ ხალხისთვის კომპლექსების გაჩენის მიზეზი.