იანვარი და თებერვალი კალენდრის ბოლო დამატებული თვეებია, ვინაიდან რომაელები ზამთარს თვლიდნენ პერიოდად თვეების გარეშე. თებერვლის ძველქართული სახელწოდებაა სურწყუნისი.
თებერვლის ზოდიაქოს ნიშნებია მერწყული და თევზები. მათ შორის მსგავსება კარგი ინტუიცია და მდიდარი ფანტაზიის უნარია. თუმცაღა ეს ორი, ემოციური დონით აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მერწყულს ზედაპირულობა ახასიათებს, მაშინ როცა თევზები ღრმად ემოციური და უზომოდ განცდიანი ნიშანია.
დაბადებული 22 თებერვალს
22 თებერვალს დაბადებული ადამიანები, უნიკალური გარდასახვის ნიჭითა და კარგი არტისტული მონაცემებით არიან დაჯილდოებულნი. მათ უმრავლესობას ეხერხება სხვის სულში "ძვრომიალი" და გარშემო მყოფთა ტკივილის ან საწუხარის მარტივად გათავისება. ამიტომ ამ ხალხს შორის ყველაზე ხშირად ვხვდებით ორი პროფესიის წარმომადგენლებს ხელოვანებს ან ფსიქოლოგებს.