იანვარი და თებერვალი კალენდრის ბოლო დამატებული თვეებია, ვინაიდან რომაელები ზამთარს თვლიდნენ პერიოდად თვეების გარეშე. თებერვლის ძველქართული სახელწოდებაა სურწყუნისი.
თებერვლის ზოდიაქოს ნიშნებია მერწყული და თევზები. მათ შორის მსგავსება კარგი ინტუიცია და მდიდარი ფანტაზიის უნარია. თუმცაღა ეს ორი, ემოციური დონით აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მერწყულს ზედაპირულობა ახასიათებს, მაშინ როცა თევზები ღრმად ემოციური და უზომოდ განცდიანი ნიშანია.
დაბადებული 23 თებერვალს
23 თებერვალს დაბადებული ადამიანები, წინდახედულები და დაკვირვებულები არიან. მათ უმრავლესობას გააჩნია, ნებისმიერი საქმის გათვლა-დაგეგვმის უზადო ნიჭი. ამიტომ, როგორც წესი ეს ხალხი, ხშირად აღწევს საკმაოდ მაღალ თანამდებობრივ ნიშნულს და მნიშვნელოვან პროფესიულ წარმატებას. თუმცა, თვისება, ნებისმიერი ქმედება მარტოოდენ გონების კარნახით აკეთონ, ხშირად ხდება მათ შესახებ ნეგატიური რეპუტაციის შექმნის მიზეზი საზოგადოებაში.