(ლათ. Octo - რვა). ასტროლოგიური კუთხით ოქტომბრის თვეს ორი ზოდიაქოს ნიშანი "იყოფს" - ჰარმონიული, სილამაზისა და ესთეტიკის მოყვარული სასწორი და დესტრუქციული, პრინციპული და რთული მორიელი, რომელიც სხვათა შორის ზოდიაქოს მერვე ნიშნად გახლავთ მიჩნეული, რაც სრულიად შეესიტყვება ოქტომბრის ძველრომაულ პერსონიფიკაციას. ზოგადად რვიანი ხომ ტრანსფორმაციისა და გარდასახვის ენერგეტიკის მქონე რიცხვად გახლავთ მიჩნეული ნუმეროლოგიური კუთხით
დაბადებული 26 ოქტომბერს
26 ოქტომბერს დაბადებული ადამიანები, შესანიშნავი ორგანიზატორული თვისებებითა და მიზანსწრაფულობით არიან დაჯილდოებულნი. თუმცა, მათი დიდი ნაწილი, ნაკლებად განეკუთვნება ბუნებით ალტრუისტთა რიცხვს, ამიტომ მიუხედავად ლიდერული თვისებებისა, ეს ხალხი ხშირად საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად უფრო იღებს ხელში მეთაურის ან წინამძღოლის სადავეებს, ვიდრე საყოველთაო საქმის საკეთებლად.