განახლების და სიახლის სინონიმად აღქმის დამოკიდებულება. ასტროლოგიურად ეს თვე, ორ საკმაოდ განსხვავებულ ნიშანს თხის რქას და მერწყულს აერთიანებს. თუმცაღა გამომდინარე იქედან, რომ მერწყულის შემთხვევაში თხის რქის მმართველი სატურნი ზოდიაქოს ამ ნიშნის მმართველობასაც ირგებს ღამით დაბადებულთა შემთხვევაში, ამიტომ თხის რქას და მერწყულს შორის ბევრი საერთო მახასიათებლის პოვნაც შეიძლება რიგ შემთხვევაში. მათ შორის უმთავრესი კი სატურნული უპირობო სიჯიუტე და პრინციპულობაა.
დაბადებული 28 იანვარს
28 იანვარს დაბადებული ადამიანები, უზომოდ ჯიუტი და სწორხაზოვანი ხასიათით არიან დაჯილდოებული. მათ უმრავლესობას ბედი სწყალობს ისეთ სფეროებში, სადაც აქტიური ქმედება და პრინციპულობაა აუცილებელი; მაგალითად – სპორტული სარბიელი, იურისპრუდენცია, სამხედრო სფერო. თუმცა, მიდრეკილებას გადაწყვეტილება ხშირად აფექტის სტადიაში მიიღონ ამ ადამიანების ცხოვრებაში არაერთი წარუმატებლობა და პრობლემა მოაქვს.