. აგვისტო ზაფხულის ბოლო თვეა და ერთ-ერთია იმ შვიდ თვეს შორის რომელიც 31 რიცხვით გადის. ძველი სლავები ამბობენ: "რასაც აგვისტო ამზადებს, სექტემბერი იმით სუფრას გაშლისო". ამიტომ შემთხვევითი არაა ის ფაქტი, რომ ადამიანების დიდი ნაწილი სწორედ აგვისტოს თვეში აკეთებს განვლილი წლის "აღწერას" და სექტემბერს ახლებური ენერგიით ეგებება. ასტროლოგიურად აგვისტოს თვე, ორ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს – ლომსა და ქალწულს აერთიანებს. ლომის სიფიცხე და ექსპანსიურობა, ქალწულის პრაგმატულ აზროვნებასთან და გაწონასწორებულ ხასიათთან სრულ დისონანსს ქმნის. თუმცა ხშირად, ორივე ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელთა პირად რუკებში ვხვდებით ერთმანეთის გავლენას. ამიტომ იშვიათი არ არის, რომ ლომი ქალწულისთვის დამახასიათებელ ცივ და ანგარიშიან გონებას ფლობს, ქალწული კი ლომურ შარმსა და არისტოკრატიულ მანერებს.
დაბადებული 29 აგვისტოს
29 აგვისტოს დაბადებული ადამიანები, დაკვირვებულები და მზრუნველები არიან. მათ აქვთ გასაოცარი ადაპტაციის უნარი, რისი წყალობითაც მარტივად ახერხებენ ახალ გარემოსთან შეგუებას. თუმცა ასევე პერიოდულად ახასიათებთ ემოციურობა და ფეთქებადობა, ამის გამო კი ხშირად მათი რეპუტაცია საზოგადოებაში სერიოზულად ილახება.