. მისი პროტოტიპი ბერძნულ მითოლოგიაშიც გვხვდება ქალღმერთი ჰერას სახით. ასტროლოგიურად კი იუნონა პარტნიორული ურთიერთობების რაგვარობას განაგებს. მისი ტრანზიტები მიანიშნებს ქორწინების, განქორწინების ალბათობას ან ოჯახური სიტუაციის მოსალოდნელ ცვლილებებს. იუნონას მფარველობაში მყოფი ივნისის თვე კი, ორ საკმაოდ განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს. მოუსვენარ, კომუნიკაბელურ, ცნობისმოყვარე და ცოტა არ იყოს ზედაპირულ ტყუპს და ფრთხილ, ბუტია, უზომოდ სენსიტიურ კირჩხიბს.
დაბადებული 29 ივნისს
29 ივნისს დაბადებული ადამიანები, როგორც წესი თანაგრძნობის უსაზღვრო ნიჭით და მეგობრულობით გამოირჩევიან. მათ აქვთ უნარი დაეხმარონ სხვებს და გარშემომყოფები საკუთარი ოცნებების ასრულებისკენ წააქეზონ. ისინი დაუღალავად ეხმარებიან მეგობრებს და ხშირად იმითაც ბედნიერად გრძნობენ თავს, რომ ვიღაცის ჩანაფიქრს შეასხეს ფრთები და ამაში თავადაც მიუძღვით დიდი წვლილი.