განახლებისა და სიახლის სინონიმად აღქმის დამოკიდებულება. ასტროლოგიურად ეს თვე, ორ საკმაოდ განსხვავებულ ნიშანს: თხის რქასა და მერწყულს აერთიანებს. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ მერწყულის შემთხვევაში თხის რქის მმართველი სატურნი ზოდიაქოს ამ ნიშნის მმართველობასაც ირგებს ღამით დაბადებულთა შემთხვევაში, ამიტომ თხის რქასა და მერწყულს შორის ბევრი საერთო მახასიათებლის პოვნაც შეიძლება რიგ შემთხვევაში. მათ შორის უმთავრესი კი სატურნული უპირობო სიჯიუტე და პრინციპულობაა.
დაბადებული 3 იანვარს
3 იანვარს დაბადებული ადამიანები, ბუნებით ძალიან მზრუნველები და მოსიყვარულეები არიან. მათ უმრავლესობას ახასიათებს მაქსიმალური იდეალიზმი, რის გამოც ისინი ხშირად ყველაფერს სწირავენ საყვარელ ადამიანებს ან საქმეს, რომელიც აინტერესებთ. თუმცა, მათი მხრიდან გამოხატული თავგანწირვა, ხშირად ჯეროვნად ვერ ფასდება საზოგადოების მხრიდან. ამიტომ ამ ადამიანებმა უნდა ისწავლონ ბალანსის დაცვა, საკუთარ სურვილებსა და სხვების ინტერესებს შორის.