. იგი გარკვეულწილად შემაჯამებელი თვეა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გადავხედოთ მთელი წლის მანძილზე განვითარებულ მოვლენებს და დასკვნები სწორად გამოვიტანოთ, საიმისოდ, რომ მომდევნო წელი გაცილებით უფრო წარმატებული იყოს ჩვენთვის. დეკემბერი ქართული წარმართული კალენდრით — ტირისდენი, ქრისტიანობიდან მომდინარე ხალხური სახელწოდება — ქრისტეშობისთვეა. ასტროლგიურად ეს თვე ორ, რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს – თავქარიან, ოპტიმისტ, მაწანწალა მშვილდოსანსა და ფრთხილ, დაკვირვებულ, კონსერვატორ თხის რქას აერთიანებს. რომელთათვისაც საერთო ხასიათის თვისება, მიზანსწრაფულობა შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა მიზნისკენ სავალი გზები და მეთოდები ორივესთვის სხვადასხვაა.
დაბადებული 30 დეკემბერს
30 დეკემბერს დაბადებული ადამიანები, ბუნებით ლოიალურები, დიპლომატიურები და ძალზე ფრთხილები არიან. ამ ხალხს შესწევს ძალა ყოველთვის აღიაროს საკუთარი შეცდომები და დროულად დაიხიოს უკა, როცა სიტუაცია კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება. თუმცაღა ისეც ხდება ხოლმე, რომ მათი ხასიათის ამგვარი სირბილით, ბოროტად სარგებლობენ ზემდგომები. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ამ ადამიანებმა ისწავლონ გარკვეულ სიტუაციებში მეტი სიმტკიცის გამოჩენა.