განახლების და სიახლის სინონიმად აღქმის დამოკიდებულება. ასტროლოგიურად ეს თვე, ორ საკმაოდ განსხვავებულ ნიშანს თხის რქას და მერწყულს აერთიანებს. თუმცაღა გამომდინარე იქედან, რომ მერწყულის შემთხვევაში თხის რქის მმართველი სატურნი ზოდიაქოს ამ ნიშნის მმართველობასაც ირგებს ღამით დაბადებულთა შემთხვევაში, ამიტომ თხის რქას და მერწყულს შორის ბევრი საერთო მახასიათებლის პოვნაც შეიძლება რიგ შემთხვევაში. მათ შორის უმთავრესი კი სატურნული უპირობო სიჯიუტე და პრინციპულობაა.
დაბადებული 5 იანვარს
5 იანვარს დაბადებული ადამიანები, კრეატიულობით და გამომგონებლის ნიჭით არიან დაჯილდოვებულნი. მათი ცხოვრება ხშირად საკმაოდ რთული და პრობლემებით აღსავსეა, თუმცაღა საკუთარი თავის რწმენა და ოპტიმიზმი ამ ხალხს ყოველთვის ეხმარება იმაში, რომ წინააღმდეგობები ღირსეულად გადალახონ. მაგრამ ასეთ ადამიანს მუდმივად უნდა ახსოვდეს, რომ სტაბილურობის და სიმშვიდის მოპოვების შემდეგ, სხვების გასაჭირს გულგრილად არ მოეკიდოს და ოდესღაც მის ბედშქვეშ მყოფ ხალხს აუცილებლად გაუწოდოს დახმარების ხელი.